კალათბურთი

19:52 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემია” ვარჯიშს შეუდგა

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე, ქვეყნის ექსჩემპიონი “შსს აკადემია” ახალი 2014-15 წლების სეზონისათვის მზადებას შეუდგა. გუნდმა დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიის” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

“გუნდმა იმ შემადგენლობით ივარჯიშა, რომლითაც 2013-14 წლების სეზონი დაასრულა. “შსს აკადემიას” ჯერ კონტრაქტი არავისთან არ გაუფორმებია, რადგან არ ვიცით, რა თანხით დაგვაფინანსებენ”, - გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდიდან “ქუთაისი 2010”-ის, “რუსთავის”, “ბათუმი რსუს”, “სოხუმისა” და “ოლიმპის” შემდეგ მე-6 გუნდია, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა. “დინამოსა” და “არმიას” ვარჯიში ჯერ არ დაუწყია.

0.125336