სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:50 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემია” მეორე ლეგიონერის დამატებას აპირებს

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი “შსს აკადემია” მიმდინარე სეზონისთვის კიდევ ერთი ლეგიონერის დამატებას აპირებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

“ამჯერად “შსს აკადემია” ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობს, რომელიც გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება”, - გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში “შსს აკადემია” მთლიანად ადგილობრივი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. პირველი წრის დასრულების შემდეგ, “შსს აკადემიამ” ერთ ლეგიონერს, ამერიკელ პერიშ ბრაუნს (გამთამაშებელი) უკვე გაუფორმა კონტრაქტი, რომელიც გუნდს 5 იანვრიდან შეუერთდება.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, “შსს აკადემიას” 8 თამაშიდან 4 მოგება აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. 2014 წლის სეზონი 17 იანვარს საქართველოს თასის გათამაშებით დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114865