ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედთან" პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერს "საუთჰემპტონის" დასტურიღა აკლია. აღნიშნულ ინფორმაციას goal.com ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი კვირაში 160 000 გირვანქას მიიღებს, "წითელ ეშმაკებთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერი ფეხბურთელი გახდება.
როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ფეხბურთელებს ტრანსფერების მოგვარება მუნდიალამდე სთხოვა. შესაბამისად, ლუკ შოუს ტრანსფერი "მანჩესტერში" მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები 19 წლის მცველის სანაცვლოდ 27 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს. საუთჰემპტონელთა პოზიცია კი ცალსახაა: მათ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი კვირის ხელფასში ყველაფერი მოუვა რასაც ხელს დაადებს
არადა თვითონ ჩელსიში თამაში ერჩივნა, მაგრამ ჩელსიმ ფილიპე ლუისი ამჯობინა
)
Bildi cers krooss reali imdenives azlevs ramdenic exla aqvso(5 limoni)da ratoga gadava
Am cyvlintianshi kidev 30 limoni ra ambavia tan amxela xelfasic
chamilo
ეს ბევრია მაგრამ ბავარიაში და ზოგადად გერმანიაში ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ... იგივე კროოსის ხელფასი რო აიღო სასაცილოა ინგლისური გუნდების ხელფასებთან(ესპანეთში ბარსა-რეალს მაინც აქვთ კარგი ხელფასები)!!
ფეხბურთელებიც შესაბამისად გაცილებით იაფად იყიდებიან გერმანიიდან, როცა იგივე დონის ფეხბურთელის ყიდვისას თუნდაც პორტუგალიურ კლუბს ორჯერ და სამჯერ მეტს უხდიან!!
ბაიერნში 8 მილიონამდე ხელფასები დამსახურებისამებრ,კროოს უმატებენ ეხლა 8 ლიმონამდე,ბაიერნი არასდროს არავის აძლევს ასტრონომიულ ხელფასებს და იმიტომაც არის ყველაზე სტაბილური გუნდი ფინანსურად
chamilo
ბაიერნის ხელმძღვანელობა შესთავაზა უკვე რეალს და მანუს კროოსი და თვითონ კროოს რეალში უნდა გადასვლა ასე რომ 90% რეალში ვნახავთ კროოს თუ ბავარიამ არ გაუგრძელა
ეგ ესპანურმა პრესამ დაწერა,ბილდი კი გერმანულ ფეხბურთში ყველაზე ჩახედული არის და მუნდიალის დასრულებამდე არანაირი მოლაპარაკება არ შედგებაო
ვნახოთ მე როგორც ვფიქრობ კი ვთქვი უკვე და ნარჩენი გამოჩდება
ეხლა ამას წაიკითხავს ქართველი გმირი ბიჭები,რომელთაც ამას საფეხბურტო გაკვეთილი ჩაუტარეს და ფეხბურთზე გული აუვარდებათ აბა რა იქნება
ერთადერთი იმ ბიჭებიდან მარტო ცინცაძე და პაპუნაშვილი არიან სშუალოზე საშუალოდ და ამის ხელფასთან ვერც მივლიან და სხვები ფაქტიურად ლოკომოტივში არიან უხელფასოდ
დიდი იმედი ამქ რუსეთ უკრაინაში არ წავლიან და უფრო მოუმატებენ და მერე ყველაფერი ექნებათ
კარგი ტრანსფერი გაჩარხა მანიუმ, თუმცა ფაქტია, რომ შეთავაზებული ხელფასი ზედმეტად ბევრია. თუ მუნდიალამდე თხოვა ტრანსფერების მოგვარება, შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ როგორ ხდება ეგ ვერ გავიგე. ახლახანს წავიკითხე ერთერთ ქართულ საიტზე ლუკა ზარანდია "გენკში" გადადის და ძირითადიც გარანტირებული ექნებაო, ამავდროულად მის მიმართ ინტერესი "პსვ"-საც აქვსო. ნამდვილად სასიამოვნო ახალი ამბავია და წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.
როგორ ეტყობა რომ მანიუს ხელმძღვანელობა ვერ ჩარხავს სხვებივით ტრანსფერებს და ცდილობს დიდი ხელფასებით გადაიბიროს ფეხბურთელები,ფეხბურთელი რომელიც ახალი გამოჩენილი 160 000 გირვანქა კვირაში,კროოს 13 მილიონამდე სთავაზობს ხელფასს რომ შეიტყუოს კლუბში,მალე მგონი მანიუ სამეულში შევა ხელფასების გაცემის სიდიდით
goal.com-ის ინფოა...არ მგონია 160 000 გირვანქა გადაუხადონ 19 წლის მცველს...
კროოსი უეჭველი რეალში გადმოვა და ძალიან მახარებს ეს ფაქტი დანარჩენში გეთანხმები
მთლად მასე უეჭველიც არაა ეგ საქმე,ბაიერნს თუ კროოსმა არ გაახანგრძივა კონტრაქტი გაყიდვის შემთხვევაში 40 ლიმონის მიღება სურს და მანიუს,რეალს,ჩელსის უნდა სიტიც არ იყო უარზე და ვინც ამათგან ყველაზე დიდ შეთავაზებას გააკეთებს ის წაიყვანს თუმცა როცა ტელეგრაფი იძახდა რომ ის უკვე მანიუში ხელს აწერსო და ესპანური პრესა წერს რომ რეალში მიდისო ბილდში დაიწერა რომელიც იშვიათად შეცდეს ჯერჯერობით კროოსის ტრანსფერი არც კი განიხილებაო,მუნდიალის შემდეგ დაჯდება ბაიერნის ბოსები და კროოსი დაილაპარაკაბენო და მერე გადაწყდება მისი წასვლა-დარჩენის საკითხიო,მანამდე კი ყველაფერი ჭორია
როგორ მინდა ეს გუნდი ისევ გუნდს დაემსგავსოს კარგი ტრანსფერია
გაიხარე !