ფეხბურთი

11:58 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოუ დებიუტისთვის ემზადება

 

პრემიერლიგაში უკვე ხუთი ტური მიილია და "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ახალწვეულ მცველ ლუკ შოუს, ახალი კლუბის მაისურით დებიუტი არ ჰქონია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შაბათს ინგლისის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში 19 წლის ფეხბურთელს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს.

"წითელ ეშმაკებს", რომ დაცვაში პრობლემები აქვს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ლუკ შოუმ გასული თვეში ტრავმა მიიღო და როგორც ბრიტანული მედია იუწყება, სათამაშოდ უკვე მზადაა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ნაკრების მცველი "მანჩესტერმა" 30 მილიონ გირვანქად შეიძინა.

გიორგი ბალახაძე

თეგებილუკ შოუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118362