ჩოგბურთი

11:32 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის რეფერენდუმი, მარეის პოპულარობა და სასტუმრო

მოგეხსენებათ, დღეს შოტლანდიაში რეფერენდუმი ტარდება დიდი ბრიტანეთის ამ ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობის თაობაზე. წინასაფერენდუმოდ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა Mail on Sunday-მა გამოკითხვა ჩაატარა და გაირკვა, რომ სამომავლოდ ინგლისელთა უმრავლესობა შოტლანდიელ ენდი მარეის აღარ უქომაგებს.

უიმბლდონის ექსჩემპიონის პოპულარობა საგრძნობლად დაეცა უელსშიც. ამასთან თუკი შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, მარეი ჰაილენდერთა ნომერ პირველი ჩოგანი გახდება. აშშ-ის ღია პირველობის მსვლელობისას მარეიმ დაადასტურა, რომ შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის მომხრეა, თუმცა, რეფერენდუმის მისთვის სასურველი შედეგით დასრულების ნაკლებად სწამს.ამასთან მარეის რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგანაც შოტლანდიაში არ ცხოვრობს. გუშინ კი ენდიმ თანამემამულეებს ოფიციალურად მოუწოდა პლებისციტში დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცენ.

ამასობაში ენდი მარეის სასტუმრომ, რომელიც ფუნქციონერებას წლეულს, აპრილიდან შეუდგა, ბრიტანეთის სანიტარული სამსახურისგან უარყოფითი დასკვნა მიიღო. შესაბამისი უწყების ინსპექტორებმა სასტუმროს სამზარეულოს სისუფთავე დაუწუნეს.

თეგებიენდი მარეი
0.138488