შოტლანდიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბილ სტარკმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან გასამართ მატჩამდე, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სტარკმა 21 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: ჯორდან არჩერი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ჯონათან ჰინლი (“რედინგი”, ინგლისი), ქრისტოფერ კეტინგსი (“ბლექპული”, ინგლისი).
მცველები: სტიუარტ ფინდლი (“სელტიკი”), რაიან ჯეკი (“აბერდინი”), ფრეიზერ კერი (“მოზერველი”), ჯორდან მაკგი, ჯორდან მაკჰატი (ორივე “ჰართსი”), ენდრიუ რობერტსონი (“დანდი იუნაიტედი”).
ნახევარმცველები: სტუარტ არმსტრონგი (“დანდი იუნაიტედი”), სტუარტ ბენიგენი (“პარტიკ ტისტლი”), ჯონ ჰერონი, დილან მაკგიოხი (ორივე “სელტიკი”), ლუის მაკლაუდი (“რეინჯერსი”), კენი მაკლინი (“სენტ-მირენი”).
თავდამსხმელები: რაიან ფრეიზერი (“ბორნმუთი”), რაიან გაულდი (“დანდი იუნაიტედი”), დენიელ ჰენდინგი (“ჰიბერნიანი”), სტივ მეი (“სენტ-ჯონსტონი”), კალუმ მაკგრეგორი (“სელტიკი”), კალუმ პატერსონი (“ჰართსი”).
შოტლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს “დანდი იუნატედის” ნახევარმცველი რაიან გაულდი. გუნდს დაუბრუნდნენ კენი მაკლინი და სტიუარტ ბენიგენი. მათ გარდა, სტარკმა საქართველოსთან სათამაშოდ სტივ მეი და კალუმ მაკგრეგორი მიიწვია.
“უიგანის” ნახევარმცველი ფრეიზერ ფუვიე, რომელიც ცოტა ხნის წინ “იოვილში” გაანათხოვრეს მომავალ დაპირისპირებას გამოტოვებს.
მე-3 შესარჩევ ჯგუფში, შოტლანდიისა და საქართველოს გარდა, ჰოლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი გამოდიან. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. ამდენივე ქულით შოტლანდიელები მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა შოტლანდიელები თბილისში 2:1 დაამარცხა და მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით სჯობს.
შოტლანდია-საქართველოს მატჩი ქალაქ პეისელში “სენტ-მირენ პარკზე” ჩატარდება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო