ფეხბურთი

23:02 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელი უოლკერი: "საქართველო უწყვეტად ბადებს მაღალტექნიკურ ფეხბურთელებს"

 

სხვადასხვა შეფასებები ვნახეთ ევრო-2016-ის შეარჩევი ეტაპის D ჯგუფზე. ხშირ შემთხვევაში ტექსტი იდენტურია, რადგან ყველა თანხმდება გერმანიის უდავო ფავორიტობაზე, დანარჩენი ნაკრებების მეტ-ნაკლებად თანაბარ შანსებზე და ასე შემდეგ. თუმცა, საინტერესო კომენტარებსაც შეხვდებით. მაგალითად, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ტელეჟურნალისტი ენდი უოლკერი საქართველოზე ამბობს, ამ ქვეყანას ტალანტები და მაღალტექნიკური ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდაო.

როგორც ყველა ბრიტანელი, უოლკერიც, ქართულ ფეხბურთზე საუბრისას გიორგი ქინქლაძეს აქებს: 

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია ქულების აღება ძლიერ გუნდებთან. მახსოვს, როცა "შეფილდ უენსდეიში" ვიყავი, გიორგი ქინქლაძის წინააღმდეგ ვითამაშე. ის განსაკუთრებული ტალანტი გახლდათ. ამასთან, თემურ ქეცბაიამ იცის ბრიტანელთა თამაშის სტილი, მაგრამ არ ჰყავს ქინქლაძის დარი ფეხბურთელები. მიუხედავად ამისა, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უწყვეტად ბადებს მაღალი ტექნიკის მქონე მოთამაშეებს". 

0.119615