ფეხბურთი

0:18 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიაში ჭანტურიას გოლით ვიგებთ

 

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-3 ჯგუფის მატჩში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიელებს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0 ამარცხებს. პეისლის “სენტ მირენ პარკზე” მიმდინარე შეხვედრაში ჯერჯერობით ერთადერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ 35-ე წუთზე გაიტანა. 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 21-წლამდელთა შორის. მე-3 ჯგუფი. “სენტ მირენ პარკი” (პეისლი), შოტლანდია

შოტლანდია – საქართველო 0:1

შოტლანდია: არჩერი, მაკგი, ფინდლი, რობერტსონი, ჯეკი, მაკგაფი, გაულდი, მაკგრეგორი, არმსტრონგი (კაპ.), მაკლეოდი, მეი.

მწვრთნელი: ბილი სტარკი.

საქართველო: ნადირაძე, კვერკველია, უბილავა, კობახიძე, ჯიღაური, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, ანანიძე, პაპავა, კვეკვესკირი (კაპ.), ჭანტურია.

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

გოლი: ჭანტურია (35).

გაფრთხილება: ყაზაიშვილი (34). 

მსაჯი: ალან ბიერი (შვეიცარია).

0.117247