შოთა არველაძის მიერ დარიგებულმა “ქასიმფაშამ” თურქულ სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, სულ კი 9 ტურში 6 გამარჯვება და 3 მარცხი მოუგროვდა და 18 ქულით სტამბულის “ფენერბაჰჩეს” კვალად, მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, რაც უდავოდ გამორჩეული მოვლენაა.
ქართველი მწვრთნელის გუნდმა მორიგ წარმატებას “ტრაბზონსფორთან” მიაღწია (3:2), რომელთანაც არველაძეს ჩინებული მოგონებები აკავირებს. სტამბულელებმა სერაშის და ბუიუკის გოლების წყალობით, პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, მე-2 ნახევარში არგენტინელმა სკარიონემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ტრაბზონელებმა კი მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა მოახერხეს.
“ქასიმფაშა” ლიდერ “ფენერბაჰჩეს” 4 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევრებს – სტამბულურ გრანდებს “ბეშიქთაშსა” და “გალათასარაის” კი შესაბამისად, 1 და 2 ქულით უსწრებს. შოთას კლუბს მომდევნო მატჩი 2 ნოემბერს სტუმრად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “ერჩიერსფორთან”
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქართული რაგბი ჩარჩა რაგბი ევროპის დონეზე სამწუხაროდ! მაისაშვილი იტალიასთან გაიყვანს ნაკრებს......
დაუსაბუთებელი განცხადებების დამსახურებაა ის რომ ბოლო თამაში კარგი გამოდგა.
სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ?მოიყვანეთ კვალიფიციური და ამბიციური მწვრთნელი თორემ ეს თაობა სულ გაქრება.არადა რაკარგი გუნდის დაყენება შეიძლება ამ ბიჭებისგან.რაღაც ახალია საჭირო რომელიც არ გაქვთ ახლანდელ მწვრთნელებს და წადით.მელიტონას ნაკრებზე უარესად ვთამაშობთ ეხლა და რისთვის გაუშვით?ნუ იყენებთ ფედერაციის პრეზიდენტის ახლობლობას წადით წადით