უახლოეს დღეებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შოთა ხაბარელი დაინიშნება. სპეციალისტი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირმა ევროპის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დაასახელა, ქართულ გუნდს ორწლიანი განშორების შემდეგ ჩაიბარებს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” ახლახან თავად შოთა ხაბარელმა დაუდასტურა.
- უახლოეს დღეებში პრესკონფერენცია გაიმართება. შესაძლოა, ხვალვეც. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ითქმება ოფიციალურად, რომ ნაკრებში ვბრუნდები.
- ახლახან ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოგვეცით ინტერვიუ. მწვრთნელად დაბრუნების შეთავაზება ჯერ არ გქონდათ მიღებული?
- გარკვეული საუბრები მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მართლაც დაიწყო, მაგრამ წინადადება რეალური გუშინ გახდა. თბილისში ჩამოსული ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის თანდასწრებით.
- შეთავაზებაზე მაშინვე დათანხმდით?
- დიახ. ეს საკითხი ისეთ დონეზე გადაწყდა, რომ...
- პეტერ ზაიზენბახერს ნაკრებში ახალი ფუნქცია ხომ არ ექნება?
- სავარაუდოდ, ზაიზენბახერი ჩვენთან ერთად იმუშავებს, მაგრამ ამ ეტაპზე მის ზუსტ ფუნქციას ვერ გეტყვით.
ოთარ მაღლაკელიძე







