ფეხბურთი

10:59 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთა გრიგალაშვილის მოგება, "ოლბორგის" ფრე

შოთა გრიგალაშვილმა საწყისი 45 წუთი ითამაშა ამხანაგურ მატჩში, რომელშიც "ანორთოსისმა" 2:0 სძლია ათენის "პანათინაიკოსს". ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. შეხსენებისთვის, გრიგალაშვილი ამ ზაფხულს გადავიდა "სკა-ენერგიიდან" "ანორთოსისში".

ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქემ, დანიურმა "ოლბორგმა" ფრედ ითამაშა გერმანულ ბუნდესლიგაში გადასულ ბრაუნშვაიგის "აინტრახტთან" - 0:0.

დანიელთა მწვრთნელმა კენტ ნილსენმა ეს შემადგენლობა ათამაშა: ლარსენი, პ.კრისტენსენი (ბრიუნი 65), ტელანდერი, ნილსენი, ოლმანი, დიუ, ვურცი, აუგუსტინსენი (ვიხმანი 60), ტომსენი, ფრედერიკსენი (შპალვისი 60), კურტი (ტოფტი 60).

 

 

 

 

0.11355