ფეხბურთი

15:02 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთა გრიგალაშვილი შვედეთშია "ანორთოსისთან" ერთად

 

"ანორთოსისის" ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა, ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 27 წლის გრიგალაშვილი ფამაგუსტის კლუბს შვედეთში გაჰყვა, სადაც ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაა დანიშნული: "გეფლე"_"ანორთოსისი".

პირველი მატჩი კვიპროსულმა კლუბმა 3:0 მოიგო. გრიგალაშვილმა ის მატჩიც გამოტოვა და მანამდე კიდევ ორი შეხვედრა გაუცდა.   


0.121765