ფეხბურთი

15:29 | 8.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

შოთა არველაძე: "ვან გაალი ბევრს დიქტატორი ეგონა, მაგრამ ასე სულაც არაა"

ბრიტანული პრესა და ტელევიზიები იმის განსჯაში არიან, როგორ აეწყობა საქმეები ლუის ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში". ამის შესახებ შოთა არველაძესაც ესაუბრნენ – იშვიათია ფეხბურთელი, რომელთანაც ვან გაალს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც შოთასთან. ტყუპისცალი მისი შეგირდი გახლდათ ჯერ "აიაქსში", შემდეგ "ალკმაარში", ხოლო შემდეგ იმავე "ალკმაარში" მისი თანაშემწე იყო.

არველაძემ ESPN-თან ჰოლანდიელი სპეციალისტის თავისებურებებზე ისაუბრა:

"ვან გაალი ძალიან სამართლიანი და პირდაპირია. ერთი შეხედვით, ის რთულ ადამიანად მოგეჩვენებათ. ბევრს დიქტატორი ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებით ჩანს. სინამდვილეში კი, ის სულაც არაა დიქტატორი. ვან გაალი მშვენივრად ხსნის, როგორ უნდა ითამაშო, როგორ ხედავს მატჩის სურათს, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას.

... კარიერაში დაახლოებით 20 მწვრთნელი გამომიცვლია და ყველა მათგანი წარმატებული, ცნობილი სპეციალისტი გახლდათ. თუმცა ამ ოცეულში ერთადერთი ვან გაალი იყო, რომელსაც 3-4 წუთში შეეძლო ახსნა, თუ როგორ შეიძლებოდა თამაშის შეცვლა, რათა მოგვეგო.

... ზოგჯერ გგონია, რომ კარგად თამაშობ, მაგრამ შეიძლება  სხვაგვარად იყოს ვან გაალის თვალში.

... რაიან გიგზი ვან გაალის თანაშემწედ? იდეალურია. ვან გაალს უყვარს მათთან მუშაობა, რომლებიც კლუბს შიგნიდან იცნობენ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, როცა "ალკმაარში" ჯერ ვთამაშობდი, შემდეგ კი მისი თანაშემწე გავხდი. "ალკმაარამდეც" ასეთი მეთოდი ჰქონდა, კონკრეტული გუნდის კარგად მცოდნე ადამიანები ჰყავდა ასისტენტებად. არ ვიცი, თავად გიგზი რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ვან გაალისთვის იდეალური თანაშემწე იქნებოდა".  


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 31.10.2020
ogafa (10220)

იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით

23:01 | 29.10.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.

13:35 | 29.10.2020
sokhumsky (447)

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!

15:37 | 28.10.2020
qomagi (1575)

მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065502