დღეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება ევროპის ზონაში და შემდეგ იქნება ფლეი ოფი. დღევანდელი შეხვედრებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა თურქეთი-ჰოლანდია. თურქები ამჟამად მეორე საფეხურზე არიან და უმოტივაციო “ნარინჯისფერებს” უმასპინძლებენ. მოიგებს თურქეთი? მეორე ადგილზე გავა და ფლეი ოფში ითამაშებს. ვერ მოიგებს? ალბათ, ვერ გავა, რადგან წარმოუდგენლი ჩანს, თურქების კონკურენტმა რუმინეთმა შინ ესტონეთს ვერ სძლიოს. ასე რომ, რუმინელები ჰოლანდიელთა იმედზე არიან.
“ქასიმფაშას” ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე კი ამბობს, რომ თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს:
“ვფიქრობ, დღეს კარგ მატჩს ვნახავთ. ჰოლანდია ძალიან ძლიერია, მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს. ასეთ შეხვედრებში გამართლებაც ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, თურქეთს შეუძლია მოგება. თურქებმა აგრესიულად უნდა ითამაშონ, სტილი არ უნდა შეცვალონ. ფათიჰ თერიმმა ჩემზე უკეთ იცის, რაც უნდა დაუპირისპიროს მეტოქეს, რომლის შემადგენლობაში განსაკუთრებით სახიფათონი არიან რობინ ვან პერსი და არიენ რობენი”.
როგორც იცით, ჰოლანდიის ნაკრებს შოთას ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თავკაცობს. ქართველი მისი თანაშემწეც გახლდათ “ალკმაარში”, როცა ეს გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა (2009