ფეხბურთი

14:37 | 3.09.2013 | ნანახია 6885 - ჯერ

შოთა არველაძე: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთულია”

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” საქართველოს ნაკრების ვარჯიშს შოთა არველაძემაც უყურა. ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად თურქული “ქასიმფაშას” მწვრთნელი დღეს ისევ დაბრუნდება სტამბულში. “მსოფლიო სპორტი” შოთას გაესაუბრა:

- თქვენმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. მიზნად რა გაქვთ?

- ევროტურნირებზე გასვლა გვსურს.

- წინა სეზონთან შედარებით, “ქასიმფაშა” ახლა უფრო ძლიერია?

- ჩემი აზრით, კი. ვგულისხმობ როგორც შემადგენლობის გაძლიერებას, ასევე შეთამაშებას.  

- მომდევნო ტურში “ფენერბახჩეს” ეთამაშებით. სხვათა შორის, ვიდეო ვნახეთ, რომელშიც “ფენერბახჩეზე” რაღაც სახუმაროს ამბობთ – თურქეთში ამ ვიდეოს ბევრი მნახველი ჰყავდა და კონკრეტულად, რას ამბობდით?   

- 3 დღით ადრე “ფენერბახჩეს” თასზე ვხვდებოდით. ვიგებდით, მეტოქემ ბოლოს გაგვითანაბრა და პენალტებში წავაგეთ. სანამ გაგვიტანდნენ, ფეხბურთელის შეცვლა მინდოდა, მაგრამ არა და არ აწიეს ალამი. შეცვლა არ გამაკეთებინეს და გოლიც გაგვიტანეს. და მომდევნო მატჩში იგივე სიტუაცია მეორდებოდა: არ მაკეთებინებდნენ შეცვლას. მსაჯს დავუძახე: “ასწიე ეს დროშა, ესეც “ფენერბახჩეს” თამაში ხომ არაა-მეთქი”. მიხვდნენ და აიტაცეს.

- თურქეთის სუპერლიგა და ჰოლანდიის ერედივიზიონი – რომელს უფრო მაღლა დააყენებდით დონით?

- ვფიქრობ, თურქეთის ჩემპიონატი სჯობს. წამყვანი გუნდები ჰოლანდიას არანაკლები ჰყავს, რაღაც სხვანაირი კლასიც აქვთ, მაგრამ საშუალოები თურქეთისა უკეთესია. კონკურენცია თურქეთში უფრო არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

- ისე, თურქეთში რატომ არ ჩანან ქართველი ფეხბურთელები? თუნდაც ახალგაზრდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად თამაშობდნენ.

- დრო იყო, საკმაოდ ვიყავით. ალბათ, აღარაა იმდენი ყურადღება. თანაც, ლიმიტია და თურქებს ურჩევნიათ, ბრაზილიელები, არგენტინელები და აფრიკელები ჩამოიყვანონ. დარჩა მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილი.

- ქართველი ფეხბურთელები ჭაბუკთა ასაკს რომ გადასცდებიან, ზრდას წყვეტენ – უკვე ძალიან გახშირდა ეს. რას იტყვით, მთავარი მიზეზები რა არის?

- ბევრი ფაქტორია. პირველი და მთავარი: საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონის, ეს ბიჭები რომ იქ განვითარდნენ. ახლა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშეს, მათგან რამდენი იყო უგუნდოდ? 3 ბიჭი. ფაქტობრივად, მათ გასანვითარებლად გუნდი არ არის. დეფიციტია ამ მხრივ.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც: ყაზახეთთან თამაშს ნახავდით. ანგარიში გასაგებია და თამაშის ხარისხზე რას იტყვით?

- თამაში კარგი იყო, შეტევაზე ორიენტირებული თამაშობდა ნაკრები. მაგრამ შედეგი... ყველა ასე უყურებს, რომ ჯერ შედეგია და მერე თამაში. როცა ორივე ერთადაა, ამას რა სჯობს.

- დაბოლოს ერთი კითხვა. ნაკრებს ამჟამად ჰყავს მწვრთნელი, მაგრამ თუ ფიქრობთ თუნდაც მომავალში ნაკრების გაწვრთნაზე?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ.

- რატომ? 

- ყველაზე რთული პროფესიაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. მინისტრობაზე რთულიც...

 


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:45 | 04.09.2013
Slovan Bratislava (626)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

წარმატებები

22:59 | 03.09.2013
Kala94 (6114)

წარმატებები შოთი !

21:06 | 03.09.2013
qomagi (1575)

მართალია შოთი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე კი არა, პრეზიდენტობაზე რთულიც არის. იმიტომ, რომ ქართველი გულშემატკივარის 60% თუ მეტი არა შორს არის ნამდვილი გულშემატკივრობისგან. ახლა ყველა აქებს და ადიდებს შოთის და მართლაც რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დაგავიწყდათ რა გინება ჰქონდა და რატომ წავიდა ნაკრებიდან? ასევე იყო ჩივაძეც, რომელსაც ინგლისთან და გერმანიასთან წაგება არ აპატიეს და უსტვინეს და ახლა ისევ იძახიან ჩივაძე გვინდა მწვრთნელადო.ნოდარ ახალკაცი უფროსი ლანძღვა-გინებით საიქიოს გაისტუმრეს და მერე რა კაცი დავკარგეთ, ეგეთი არ გვყოლიაო. ქართველი კაცის გული ვერავინ მოიგო და სამწუხაროდ, ალბათ დიდხანს ვერც ვერავინ მოიგებს. გამარჯვებისას ცაში ქებით აგვყავს მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც და წაგებისას მკვდარ-ცოცხალს ვუტრიალებთ. ეს არ არის გულშემატკივრობა

18:30 | 03.09.2013
gogga78 (901)

მოვა დრო და გახდება ეს ნაკრების მწვრთნელი ერთ ათ წელიწადში.

17:01 | 03.09.2013
michael_jordan (3195)

შოთი წარმატებები კაშიმFაშაში დ

16:52 | 03.09.2013
oto_oto (3739)

ქეცბაიას დაუმთავრდება ვადა და წავა ნაკრებიდან, მაგრამ ჩვენ ნაკრებს რა ეშველება, თორე თემური არ დაიკარგება

16:54 | 03.09.2013
deqster (10377)

მეც მასე ვფიქრობ, პირიქით თემო ზუსტად საკლუბო ფეხბურთში უნდა იყოს რეჟიმი რო უკონტროლოს ფეხბურთელებს და უაზროდ არმიცეს ხტუნაობის უფლება....

16:39 | 03.09.2013
Buratino (3505)

ეეჰ, ნეტავ ერთი მაინც გვყავდეს ახლანდელ ნაკრებში ამის დონის ფორვარდი! მაგარი იყო ფეხბურთელობისას, გოლის საუცხოო ალღო ჰქონდა და აზროვნებდა კიდეც მოედანზე ყოფნისას (რაც ასე აკლიათ ახლანდელ ჩვენს ფეხბურთელებს)

16:05 | 03.09.2013
wakako1988 (232)

მე პირადად ეს ნაკრებში არ მინდა, სადმე ბრიტანული გუნდის მწვრთნელად უფრო გამიხარდებოდა.. აქ არავინ არ დააფასებს თან 3 მივე ძმა ფედერაციაში არ იქნება ლამაზი ... მირჩევნია ჩაიბაროს რამე პრემიერ ლიგის გუნდი და ანახოს რა შეუძლია ვიდრე აქ გინებებს უსმინოს

15:58 | 03.09.2013
guja_kakhadze (959)

ჩემთვის ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი!stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?fbid=588939697814603&set=a.450454604996447.93201.448157718559469&type=1&theater;')>0?' https://www.facebook.com/photo.php?fbid=588939697814603&set=a.450454604996447.93201.448157718559469&type=1&theater;':' https://www.facebook.com/photo.php?fbid=588939697814603&set=a.450454604996447.93201.448157718559469&type=1&theater;'))

15:57 | 03.09.2013
guja_kakhadze (959)

არც რაინდობას ეღალატების,

ტირადებს ვამბობთ ლამის ზეპირად.

ქართულ სუფრაზე სულ ტალანტები,

სულ ერთმანეთზე ლამაზები ვართ.

15:56 | 03.09.2013
night (3696)

სიჭინავა რომ წავა მერე რაღა გვეშველება ფეხბურთის ცოდნა არ კმარა ნადმვილად პრეზიდენტობისთვის ტვინი უნდა გქონდეს მართვა შეგეძლოს 1000 რამ არავინ გვყავს მგონი ეგეთი

10:30 | 04.09.2013
ბაბუ (11760)

მართლები ხართ,დავწერე კიდეც ადრე,დომენტი მოგვენატრება თქო.ბევრს მიაღწია,დაგირავებული ოფისიდან დაიწყო და ფულიანს ტოვებს, მე თუ მკითხავენ არაა გასაშვები, უნდა დატოვონ და ეკონომიკური საკითხები ჩააბარონ.ხოლო სუფთა საფეხბურთო საკითხები,გამოცდილ და კარგ ფეხბურთელს. მე მაგალითად კობის მოვიყვანდი ან მისნაირს.

15:38 | 03.09.2013
a.reversi (9540)

სიწინავა მენეჯერია ჭკვიანი და თუ გინდათ ბრმა დამიძახეთთუ გინდა სულელი)))
სერიოზელად რო ვთქვათფეხბურთი არ იცის მაგრამ მენეჯერად კაია

15:40 | 03.09.2013
Kala94 (6114)

გეთანხმები !

15:37 | 03.09.2013
manutd86 (250)

არად იყო დრო როცა ამას აგინებდნენ და ვერ იტანდნენ, არადა ამაზე უკეთესი თავდამსხმელი დღეს არ გვყავს

15:40 | 03.09.2013
deqster (10377)

ამასაც აგინებდნენ, კალაძესაც დაჟე ბოლოს კობისაც და რო წავიდნენ მერე დააფასეს მარტო... მასეა საქართველოში, როცა ყავთ მაშინ არაფასებენ...

16:39 | 03.09.2013
Z.LO (802)

ამიტომ დავაფასოთ დღევანდელი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები, მგლები და ლომები...

15:27 | 03.09.2013
Torres9 (12692)

რა მაგარი იყო,ესეთი თავდამსხმელები დღეს საერთოდ იშვიათია

15:18 | 03.09.2013
gerozone (96)

ეს რა სიიბრძნეებს ჯვავს

15:09 | 03.09.2013
Kala94 (6114)

კი შოთი მართლაია..განსაკუთრებით გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტის მინისტრობა )

15:07 | 03.09.2013
komentatori (2299)

ვისაც ჯერა რომ დღევანდელი ფედერაცია რამის გამკეთებელია ან პირდაპირ სარგებელს იღებს მათგან ან სულელია! ზოგადად საქართველოში არის მენეჯმენტის დონე 0 და ფეხბურთში მითუმეტეს.

ფედერაცია უნდა იყოს პროფესიონალი მენეჯერების და ჭკვიანი და გამოცდილი ყოფილი ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ნაზავი. 70/30 ზე. ის 30 პროცენტი კი წარმომიდგენია ვინ იქნება, მაგალითად კობიაშვილის ნაირი ხალხი მაგრამ აი 70 პროცენტი რამდენად მოიძებნება ეჭვი მეპარება.

ახალგაზრდებზე ლაპარაკობენ და კონკრეტული ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები არ არსებობს. ან გერმანიის მოდელს გადახედეთ ან ბელგიის ან რამე ქენით, შეზღუდული რესურსებით ძალიან ბევრი მენეჯერი მუშაობს მსოფლიოში.

15:11 | 03.09.2013
Kala94 (6114)

რომელ გერმანიაზე და ბელგიაზე ლაპარაკობ ?? ქვეყანა თავზე გვენგრევა.. გერმანიაში 500 სტადიონია და საქართველოში 3 მგონი ..

15:19 | 03.09.2013
komentatori (2299)

23 წელია ქვეყანა თავზე გვენგრევაო ვიძახით

15:18 | 03.09.2013
komentatori (2299)

500 სტადიონის აშენება არ მითქვამს მე. გადახედეთ გადახედეთ მეთქი. წაიკითხონ, ამობეჭდონ და წაიკითხონ ბევრს ისწავლიან დამიჯერე.

15:24 | 03.09.2013
Kala94 (6114)

მეგობარო სანამ ყველა ჩვენ ჩვენ საქმეს არ მივხედავთ მანამდე არაფერი გვეშველება.. მასწავლებელი რომ რკონომისტობას იბრალებს და მალიარი მწვრთნელობას აი მანდ გვერხევა.. ჩვენ უკმაყოფილებას ყოველთვის იმით გამოვხატავთ რომ ვითხოვთ ლიდერის გადადგომას და მოგვყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც ძალიან მალე იგივე ბედი ეწევა.. არ გვაქვს იმის უნარი რომ უფრო გლობალურად შევხედოთ პრობლემებს .. ფედერაციას რაც შეეხება რაც არ უნდა ვიკამათოთ ერთ რამეში უნდა დამეთანხმო.. სიჭინავას მოსვლის დროს ფედერაციას 30 მილიონი ქონდა ვალი. დღეს უკვე მის ანგარიშზე 107 მილიონი ლარია ..

15:32 | 03.09.2013
komentatori (2299)

ანუ ფედერაციის დამსახურებათ უნდა ჩავთვალო ის ფაქტი რომ ფული გაურკვეველი მიზეზებით არ ქრება? ანუ არ იპარავენ? და თუ მართლა 107 მილიონია ანგარიშზე რას ხმარდება ეს 107 მილიონი რა განსხვავებაა? რა შედეგი დაიდო? ნიჭიერი თაობა წამოვიდა? ჩემპიონატის დონე ამაღლდა? ნაკრებმა შედეგს მიაღწია? ფეხბურთის ფედერაციის მოვალეობად რამე სხვა მიგაჩნია?

15:39 | 03.09.2013
Kala94 (6114)

17 და 19 წლამდე ნაკრებები გავიდნენ ევროპაზე 8 საუკეთესო გუნდ შორის.. ეს თაობა დღეს 21 წლამდე ნაკრებითაა წარმოდგენილი რომელიც დაიმახსოვრე ასევე მოხვდება ევროპის ჩემიონატზე .. ამას თუ არ ქვია ნიჭიერი თაობა მაშინ რაღა აზრი აქვს კამათს ..

15:46 | 03.09.2013
komentatori (2299)

ნიჭიერი თაობის წამოწევაში ეს არ მიგულისხმია. 19 წლამდე ნაკრები 99 შიც გავიდა ევროპის ჯგუფურზე იმ ფედერაციის დამსახურება იყო? ნიჭიერი ერი ვართ. ეხლა სად თამაშობენ 17 და 19 ის ბიჭები რას აკეთებს ფედერაცია მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოსაყალიბებლად. ზოგი უგუნდოდ არის. შენი აზრით ამ მიდგომით მაქიდან რამდენი აგხდება პროფესიონალი ფეხბურთელი მაღალი დონის?

15:30 | 03.09.2013
Kala94 (6114)

არ იყოს სიჭინავა ფეხბურთის მცოდნე , მაგრამ მოიზიდა ფინანსები.. წავა ძალიან მალე ეს კაცი, მოვიდნენ ფეხბურთში ჩახედული ადამიანები და რაც უნდათ გააკეთონ .. იმასაც დავამატებ რომ რაც ბოლო 5-6 წელიწადში გაკეთდა 20 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა .. უბრალოდ ჩვენ ლანძღვის მეტი არაფერი ვიცით თორე ამ შრომის შედეგს ვნახავთ 3-4 წლის შემდეგს.. მე მგონია რო უკვე ვიხილეთ 17 და 19 წლამდე ნაკრებების სახით !

15:43 | 03.09.2013
komentatori (2299)

სიჭინავა კლუბის მეპატრონე ხო არ არის ფული რო მოეზიდა. ფული რაც გადაწყდა ბიუჯეტიდან ის გამოეყო. შეიძლება თქვა სიჭინავამ ეს ფული არ მოიპარა წინამორბედებისგან განსხავვებითო, მაგრამ მე მაინც დავსვამდი კითხვას მაშინ საიდან შეიძინა ცირკის ყოფილმა დირექტორმა რესტორანი ქალაქური, მაგრამ ეგ სხვა თემაა. 17 და 19 წლამდელების თამაში მე სიჭინავას დამსახურებად არ მიმაჩნია ეს თაობა შედარებით უკეთეს პირობებში გაიზარდა ვიდრე წინა შესაბამისად ნიჭიც შედარებით უკეთესად წარმოაჩინეს. სიჭინავას მიღწევად ჩავთვლიდი ბავშვთა მწვრთნელების პროგრამას. 40-50 უმაღლესი დონის ახალი სპეციალისტი რომ გამოჩენილიყო ამ 5 წლის მანძილზე, უცხოური განათლება რომ მიეცათ და პრაქტიკა ეგ იქნებოდა საქმე.

15:53 | 03.09.2013
Kala94 (6114)

სიჭინავა კლუბის მეპატრონე იყო ფედერაციაში მოსვლამდე და ბიზნესებსაც ფლობდა.. ეგ არახალია.. ფულის შოვნას რაც შეეხება ფედერაციას მის დროს გამოუჩნდა სეროზული დამფინანსებელი სოკარის სახით, თორე სახელმწიფო ადრეც აფინსნებდა ფედერაციას მაგრამ 30 მილიონი დაგროვდა ვალი.. სიჭინავამ მოიყვანა ეს კომპანია რომელიც დღეს გვერდში უდგას ქართულ ფეხბურთს და იმაზე მეტს აკეტებს ვიდრე ვალდებულია... სიჩინავამ მოიყვანა ეს კომპანია.. რაც შეეხება ახალ თაობას.. ბავშვობაში მეტნაკლებად ყველა ახერხებს ფეხბურთის თამაშს, უბრალოდ მათ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში განვითარების.. ამ ბიჭების (17 და 19 წლამდე ნაკრების) დიდი ნაწილი ტამაშობდა ლოკომოტივში, რომელიც დღეს საგურამოს ბაზაზე ჩვენი დონისთვის მშვენიერ პირობებში ვარჯიშობს და თამაშობს .. ამ ბიჭებმა ელიტ რაუნდის მატჩები თბილისში ჩაატარეს შესანიშნავ მინდვრებზე .. გაიარეს უცხოური შეკრებები .. არ დაკლებიათ არაფერი და შედეგი სახეზეა.. ამ ფედერაციის დამსახურებაა, რომ 2015 წელს ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოვლენ და სკოლებში 1 კვირიან მასტერ კლასს ჩაატარებენ ! ნუ მივიჩნევთ ამ ყველაფერს გაკეთებულად მაგრამ ნურც იმას მივაწერთ ამ ფედერაციას რომ მიწასან გაასწორა ქართული ფეხბურთი რაც ახლკაცის დროს ნამდვილად მოხერხდა ..

15:03 | 03.09.2013
mamuka-geo (4522)

ხოდა ხელფასიც აქვს მინისტრზე 10 ჯერ მეტი ქეცბაიას. ისე ურჩIოს რეზისაც ფედერაციიდან წასვლა, იქაც რთულია მუშაობა.

14:57 | 03.09.2013
deqster (10377)

აი მოვძებნე ის ინტერვიუ და თარიღზე იკაიფეთ როდის ამბობდა "05-11-2011"

0?'>http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/21928-mamuka-tseretheli-qecbaias-thanadgoma-stcirdeba-da-ara-sarmebi.html':'>http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/21928-mamuka-tseretheli-qecbaias-thanadgoma-stcirdeba-da-ara-sarmebi.html'))

15:29 | 03.09.2013
shukovani (309)

არც მე მქონდა წაკითხული... მადლობა...))))

15:06 | 03.09.2013
a.reversi (9540)

არ მქონდა წაკითხული მაგარი იბაზრა))

14:56 | 03.09.2013
dinamo_tiflis (3394)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD მაგარი კაციაა

14:54 | 03.09.2013
deqster (10377)

მართალია არველაძე და არამგონია ამ ყულფში თავი გაყოს ქეცბაია ახალი დანიშნული იყო მახსოვს მამუკა წერეთელის ინტერვიუ დაიდო, პირველად ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის მერე ქეცბა რო ვნახე პირველი კითხვა რაც დავუსვი იყო რო ხო არ გაგიჟდი, აქ რამ ჩამოგიყვანა, შეგჭამენ იცოდეო

14:50 | 03.09.2013
Frusciante (2193)

შოთას როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემდი(ვცემ) მაგრამ არაა ძლიერი მწვრთნელი

14:44 | 03.09.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მოვა ამის დროც

14:44 | 03.09.2013
shukovani (309)

მაგარი კაცია ... : დდ

14:42 | 03.09.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ფრანგებთან რომელ საათზეა თამაში?

14:44 | 03.09.2013
shukovani (309)

22:15...

18:47 | 03.09.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მადლობა

0.072585