თამაშგარე

11:28 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოკოლადი, ფული და შარაპოვას გვარი

ცნობილ და ფულის მშოვნელ ლამაზმანებს შორის, ერთი მარია შარაპოვა გვეგონა შედარებით დალაგებული, რომელსაც ფულის ტრფობის მანია არ ახასიათებდა, მაგრამ როგორ ჩანს, არც ეგ ყოფილა დიდი ხვითო.

ამასწინათ, მარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ გვარის შეცვლას აპირებდა და მისი ახალი გვარი, შარაპოვას მფლობელობის ქვეშ მყოფი შოკოლადის მწარმოებელი ფირმის - “შუგარპოვას” სახელწოდება გახდებიოდა. ანუ, მარია შუგარპოვა გახდებოდა და ამ გვარით იასპარეზებდა ამერიკის ღია პირველობაზე, მაგრამ ხელი ტრავმამ შეუშალა.

შარაპოვას ეს გადაწყვეტილება დიდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა და რუს ჩოგბურთელს სულ ფულის მონა ეძახეს. ახლა მარია ირწმუნება, გვარის გადაკეთებასთან დაკავშირებით რაც ვთქვი – ყველაფერი ხუმრობა იყოო, მაგრამ უკვე ნათქამს, უკან რა თქმა უნდა ვეღარ დააბრუნებს.

0.128516