ლეგენდარული დანიელი მეკარე პეტერ შმაიხელი “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელს, რობერტო მანჩინის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რასაც იტალიელი აკეთებს, იგივეს სერ ალექს ფერგიუსონი არასდროს გაიმეორებს.
“ვერასდროს ნახავთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ჟურნალისტებთან კლუბის შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბრობდეს. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. “მანჩესტერ სიტიზე” ასეთ რამეს ვერ ვიტყვი. მანჩინიმ, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკა. შესაძლოა, ასე იქცევიან იტალიაში, მაგრამ ინგლისში ეს არ იმუშავებს. შესანიშნავად მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც მწვრთნელის ასეთი საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ. ეს მოედანზე უარყოფით შედეგს აუცილებლად მოიტანს.” – ციტირებს შმაიხელის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ პეტერ შმაიხელი ფეხბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც “მანჩესტერ იუნაიტედშიც” უთამაშიათ და “მანჩესტერ სიტიშიც”.