ფეხბურთი

13:04 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

შიურლე: “ლევერკუზენის” მაისურით უკანასკნელად ვითამაშე”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, გერმანული “ლევერკუზენის” ერთ-ერთი ლიდერი ანდრე შიურლე კლუბს შეიცვლის. “ჰამბურგთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩის შემდეგ (1:0), 22 წლის შემტევმა განაცხადა, რომ ლევერკუზენელთა მაისურით ბოლოჯერ იასპარეზა.

“ჩემი მომავალი? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დამპირდნენ, რომ სხვა კლუბში უპრობლემოდ გამიშვებენ. იმედია, პირობას შეასრულებენ. ვფიქრობ, “ჰამბურგთან” მატჩში ჩემი “ლევერკუზენული” კარიერა დასრულდა”, - განუცხადა შიურლემ Sky Sports-ს.

მოგვიანებით, კომენტარი “ლევერკუზენის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმაც გააკეთა: “მოდით, ცეცხლს ნუ გავაღვივებთ. შიურლეს უპრობლემოდ გავუშვებთ, თუკი შესაფერის შემოთავაზებას მივიღებთ. ჯერჯერობით, ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს”.

შეგახსენებთ, რომ შიურლესადმი ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად გერმანელია.

ცნობისათვის, 2012-2013 წლების სეზონში, შიურლემ 34 მატჩი ჩაატარა და 14 გოლით გამოიჩინა თავი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12657