კალათბურთი

19:08 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

შინაგან საქმეთა მინისტრმა კალათბურთელთა გუნდი დააჯილდოვა

დღეს, 31 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო კლუბ “შსს აკადემიას” საზეიმო შეხვერდა მოუწყვეს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკალათბურთო კლუბს სპეციალური თასი, ხოლო მოთამაშეებსა და კლუბის ხელმძღვანელებს სამახსოვროდ საათები გადასცა. რაც მთავარია, მინისტრმა სამომავლოდ გვერდით დგომა აღგვითქვა” – გვითხრა მიქაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონში ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასი მოიგო და დუბლი გააკეთა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტო

0.117032