ხორვატია-ისლანდიის მატჩის (2:0) დასრულების შემდეგ, როცა მასპინძლებმა მუნდიალის საგზური გაინაღდეს, მცველი იოსიპ შიმუნიჩი ფანებთან მივიდა და ხმამაღალა ყვიროდა: "სამშობლოსთვის!". ფანები კი გამოეხმაურნენ: "მზად ვართ!". ასეთი ფრაზა ხორვატიაში ნაცისტური რეჟიმისას გამოიყენებოდა. ხორვატია მეორე მსოფლიო ომის დროს პრონაცისტური ქვეყანა იყო.
ფიფა ამ საკითხის შესწავლას აპირებს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ოფიციალური პირების მიერ საჭირო დოკუმენტებს მიიღებს. თავად შიმუნიჩი კი ამბობს:
"მე მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას. ხორვატიას! და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ზოგიერთებს კი ვურჩევდი, ისტორიას გადახედონ. ვინმეს თუ არ მოსწონს, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ეს მათი პრობლემაა".