ჩოგბურთი

23:52 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შიმკენტს მხოლოდ მეტრეველი შემორჩა

შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახი კუატბეკ აბიევი 6:1, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კიდევ ერთ მასპინძელ რომან ხასანოვს გაეჯიბრება.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშნენ გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე. ჯავახიშვილმა მე-6 ნომრად განთესილ ბელარუს იარასლაულ შილასთან 2:6, 3:6 წააგო, ხოლო ცივაძე რუს რონალდ სლობოდჩიკოვს ვერ გაუმკლავდა. ანგარიში 3:6, 0:3 იყო, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში შეწყვიტა.

0.130569