ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ენცო შიფოს აზრით, ბელგიელ ფეხბურთელებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლიათ, ევროპის 2016 წლის პირველობაზე კი სულაც ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებში გაერევიან.
“ბრაზილიაში ჩვენი ნაკრები ფეხბურთის მოყვარულებს თავისი კარგი თამაშით გააოცებს და იმედია წარმატებასაც მიაღწევს. მომავალი ევროპირველობისთვის კი უკვე მეტი გამოცდილებაც ექნება და აუცილებლად უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლაში ჩაერთვება” – ციტირებს შიფოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ბელგიის ნაკრები H ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, სამხრეთ კორეასთან და ალჟირთან ერთად.