ფეხბურთი

16:53 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეყილაძემ “ემპოლისთან” 2015 წლამდე გაახანგრძლივა

იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლის” თავდამასხმელმა ირაკლი შეყილაძემ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ემპოლის” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.

შეყილაძე, რომელიც ამჟამად 21 წლისაა, “ემპოლის” პირველ გუნდში 2010-2011 წლების სეზონში ჩაირიცხა. დებიუტი 2012 წლის იანვარში “იუვე სტაბიასთან” ჰქონდა. საერთო ჯამში, ემპოლელთა რიგებში 11 მატჩი ჩაატარა. განვლილ პერიოდში, ოფიციალურ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა – 2011 წლის ნოემბერში თასზე “ფიორენტინასთან”.

 

0.114613