25 აპრილს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ცენტრის სააქტო დარბაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ – “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელთან – ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე – ზურაბ აზმაიფარაშვილთან და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ – კახა შენგელიასთან ერთად, წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები და სხვადასხვა სპორტული სკოლების მოსწავლეები, ასევე ზაზა ფაჩულიას ბავშვობის მწვრთნელები ესწრებოდნენ.
დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე 11 სეზონი გაატარა, ახალგაზრდებს მათთვის ყველა საინტერესო კითხვებზე გასცა პასუხი, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ საკუთარი ავტოგრაფიანი ბურთები გადასცა და სამახსოვრო სურათები გადაიღო.
შეხვედრა ცენტრის პროექტის – “შეხვედრები სპორტსმენებთან” ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების ინფორმირება, ახალგაზრდებში სპორტული კულტურის ამაღლება, ახალი გამოცდილების მიღება, გამოჩენილი სპორტსმენების წარმოჩენა ახალი თაობის წინაშე, სპორტული სახეობების პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!
კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.
მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))
რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))