სხვა

20:02 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ზამთრის ოლიმპიურ დელეგაციასთან

3 თებერვალს ოლიმპიურ კომიტეტში, კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი საქართველოს ზამთრის ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და სოჭში საქართველოს დელეგაციის მისიის ხელმძღვანელის მამუკა ხაბარელის განაცხადებით, სოჭში საქართველოს ოფიციალური 19-კაციანი დელეგაცია 2 ჯგუფად გაემგზავრება.

ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ნაწილი 4 თებერვალს, ხოლო ძირითადი ნაწილი პირდაპირი რეისით 6 თებერვალს გაფრინდება. მათ შორის იქნებიან სპორტსმემები, სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი, რაც შეეხება ფიგურულ მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, გედევანიშვილი ნაკრებს 14 თებერვალს შეუერთდება.

ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ქართველ სპორტსმენთა და დელეგაციის წევრების უსაფრთხოების საკითხები და ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალები განიხილეს, შეხვედრის მსვლელობის დროს ოლიმპიური ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომელიც ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრების მედროშე იქნება.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს გაიხსნება, ოლიმპიადას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თეგებისოჭი 2014
0.119325