ჩოგბურთი

12:33 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შეხვედრა წარსულთან” ბრისბენში

 ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში Brisbane International-ის,  ფინალში 32 ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა თანატოლ შვეიცარიელს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ როჯერ ფედერერს 6:1, 4:6, 6:3 მოუგო და თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 29-ე ტიტული მოიპოვა. ბრისბენის შეჯიბრების საპრიზო ფონდი 452670 დოლარია.

ჰიუიტისა და ფედერერის ფინალი 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. ადელაიდელმა ლეიტონმა 4 ბრეიკი შეასრულა. შეგახსენებთ, ნახევარფინალში ლეიტონმა იაპონელ კეი ნიშიკორის მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12869