სხვა

17:43 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა სეოკ-ის ოფისში

“უტრეხტი 2013” უკვე ისტორიის კუთვნილებაა, 19 ივლისს, თამაშების დახურვის ცერემონიალზე კი ესტაფეტა თბილისს ოფიციალურად გადაეცა, როდესაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა, დედაქალაქის მერს გიგი უგულავას ოლიმპიური დროშა ჩააბარა.

2015 წლის ზაფხულში, თბილისს სერიოზული გამოცდა ელის. მსგავსი რანგისა და მასშტაბის სპორტული ფორუმი საქართველოში აქამდე არასდროს გამართულა. ერთი შეხედვით, მანამდე საკმაო დროა, მაგრამ ორი წელიწადიც თვალის დახამხამებაში გაირბენს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, 24 ივლისს, სეოკ-ის ოფისში მუშა შეხვედრა შედგა, რომელსაც ქალაქის მერი გიგი უგულავა, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილეები თამაზ თევზაძე და აკა ლოდია, თბილისის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ჩიქობავა, “თბილისი 2015”-ის პროექტის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძე და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ოლიმპიური სოფლის შესახებ, ასევე ინფრასტრუქტურულ და ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

www.geonoc.org.ge

0.107935