კალათბურთი

11:33 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

შესუსტებულმა "მაიამიმ" ტეხასშიც იმარჯვა

 დღეს გამთენიისას AT&T Center-ში აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ლიდერები წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე - "სან ანტონიომ" "მაიამის" უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში ამ გუნდთა პირველი დაპირისპირებისას, რომელიც მაიამიში შედგა, გრეგ პოპოვიჩმა საკუთარი გუნდის ლიდერების დასვენება განიზრახა და პარკეტზე ფაქტობრივად მეორე შემადგენლობა გაიყვანა, რითაც ნბა-ს მთავარი კომისრის გულისწყრომაც გამოიწვია და სოლიდური ჯარიმის გადახდაც დაეკისრა "სპურსს".

ამჯერად ერიკ სპოელსტრამ რევანში აიღო და მცირე ტრავმების გამო ტეხასში ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და მარიო ჩელმერსი მოისაკლისა, მათი ადგილები სასტარტო ხუთეულში კი ნორის კოულმა, მაიკ მილერმა და რაშად ლუისმა შეავსეს.

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო და მთელი მატჩის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა ანგარიშში დიდი სხვაობით წინ გაჭრას. მიუხედავად სტუმართა გადახალისებული შემადგენლობისა, "სპურსი" მაინც ვერ თამაშობდა მისთვის დამახასიათებელ ლაღ კალათბურთს, რადგან გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილებს "მაიამის" რამოდენიმე დაცვის კორდონის გადალახვა უწევდათ. მწირქულიანი მატჩში ლიდერობა საკუთარ თავზე "რეპტილიად" წოდებულმა კრის ბოშმა აიღო, რომელიც სისხლს უშრობდა მასპინძლებს თავისი მრავალფეროვანი თამაშით. თავის მხრივ, "სან ანტონიოს" წინა ხაზმა ისარგებლა იმით, რომ ჰასლემმა ნაადრევად მიიღო მატჩში ტრავმა და სამწამიან ზონაში გაილაღა (სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები – 46:18).

ერიკ სპოელსტრამ მშვენიერი ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არც რეი ალენი და არც შეინ ბეტიე სასტარტოში არ დააყენა. ორივე მათგანი ერთმანეთს რეგულარულად ენაცვლებოდნენ პარკეტზე და მეტოქეს პერიმეტრიდან აწიოკებდნენ, "სან ანტონიოს" უკანახაზი ძირითადად დაცვით ფუნქციებზე გადაერთო, რითაც მასპინძლებს აშკარად მოაკლდათ შეტევაში აგრესიულობა.

ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩმა დაძაბულობის კულმინაციას უკანასკნელი, მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებზე უწია. საფინალო სირენამდე 1:21 წუთით ადრე უბერებელმა ტიმ დანკანმა საშუალო დისტანციიდან ზუსტი ტყორცნა განახორციელა და საკუთარ გუნდს სამქულიანი ჰანდიკაპი შეუქმნა - 86:83. ჯერ პარკერს შეეძლო ყველაფრისთვის წერტილის დასმა, შემდეგ ისევ ტიმს, თუმცა ამჯერად მათმა სროლებმა მიზანს აღარ უწიეს. სამაგიეროდ ნორის კოულმა საჯარიმო ხაზიდან მინიმუმამდე დაიყვანა "მაიამის" ჩამორჩენა, საფინალო სირენამდე 1,9 წამით ადრე კი კრის ბოშმა "მკვლელი" სამქულიანი ჩაუგდო მასპინძლებს და შოკში დატოვა დამსწრე პუბლიკა. საბოლოოდ - 88:86, “მაიამის” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

შეხვედრის MVP კრის ბოში გახდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 23 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა, გამოსარჩევია ვეტერანი რეი ალენის 14 ქულა სათადარიგოთა სკამიდან. მასპინძელთა შორის ტიმ დანკანი და კავაი ლეონარდი იყვნენ საუკეთესონი, ორივე მათგანმა 17-17 ქულა ჩაუგდო "ჰიტს" და საკუთარ ანგარიშზე ორმაგი დუბლები გაიფორმა. ტონი პარკერმა სრულიად ჩააგდო დღევანდელი "გარჩევა" - თამაშიდან 14-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ ოთხჯერ უწია მიზანს.

დღევანდელი წარმატების შემდეგ "მაიამის" 15 წაგების წილ 58 გამარჯვება დაუგროვდა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა რეგულარულ გათამაშებაში. მის უშუალო კონკურენტ "სპურსს" (55-18) მიზერული შანსი დარჩა, რათა პირველობაში მოქმედ ჩემპიონებს შეეცილოს.

 

 

სან ანტონიო - მაიამი 86:88 (24:22, 21:18, 19:31, 22:17)

სან ანტონიო: პარკერი (12), გრინი (12), ლეონარდი (17+11მ), სპლიტერი (7), დანკანი (17+12მ); ჯექსონი (11), დიაუ (2), ნილი (5), ბონერი, დე კოლო (3)

მაიამი: კოული (13), მილერი (12), ბოში (23), ლუისი (7), ჰასლემი (8); ალენი (14), ანდერსენი (4), ჯონსი, ენტონი (1), ბეტიე (6)

 

ნიუ იორკი - ბოსტონი 108:89 (28:23, 37:25, 21:21, 22:20)

ნიუ იორკი: შამპერტი (10), მარტინი (3), ენტონი (24+10მ), ფელტონი (18), პრიჟიონი (3); კოუპლენდი (22),კიდი (3), სმიტი (15), ნოვაკი (10), ვაითი

ბოსტონი: ბრედლი (2), ბასი (2), პირსი (24+15მ), ვილკოქსი (2), გრინი (27); ლი (10), ტერი (8), კროუფორდი (10), უილიამსი (2), ვაითი (2)

 

ჩიკაგო - დეტროიტი 95:94 (20:24, 33:33, 18:17, 24:20)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (3), მოჰამედი, ბუზერი (11), დენგი (28), ბატლერი (16); კუკი (10), გიბსონი (11), რობინსონი (16), ტიგი

დეტროიტი: ნაითი (5), სინგლერი (8), მონრო (18+10მ), დრამონდი (8), კალდერონი (11); სტაკი (25), ჯერებკო (5), ვილიანუევა (14)

 

ნიუ ორლეანი - კლივლენდი 112:92 (23:21, 25:28, 36:24, 28:19)

ნიუ ორლეანი: გორდონი (14), ვასკესი (25), ლოპესი (3), დევისი (17+13მ), ამინუ (4); ამუნდსონი (2), ჰარისი (1), მილერი (8), ანდერსონი (23), რობერტსი (15)

კლივლენდი: ირვინგი (31), ელინგტონი (12),ზელერი (4), ტომფსონი (12), ჯი (4); მაილსი (3),ვოლტონი (3), სპეიტსი (12), ლივინგსტონი (11)

 

ვაშინგტონი - ტორონტო 109:92 (27:25, 33:25, 30:26, 19:16)

ვაშინგტონი: ვოლი (18+10პ), ოკაფორი (19+10მ), ბუკერი (3), ვებსტერი (7), ტემპლი; სერაფინი (13), ბილი (24), ვესლი (9), არიზა (10), პრაისი (6)

ტორონტო: ლოური (15), დეროზანი (15),ვალანჩუნასი (18+10მ), გეი (11), ჯონსონი (8); ფილდსი (8), ტელფაირი (10), ანდერსონი (7)

 

დასავლეთ კონფერენცია

1.     
სან ანტონიო 73       
55      
4      
3      
18     
7592:7038      
0.753     
2. ოკლაჰომა
74 54 4 2 20 7847:7169 0.730
3. დენვერი
74 50 4 1 24 7815:7471 0.676
4. კლიპერსი
74 49 0 2 25 7445:6995 0.662
5. მემფისი
73 49 4 1 24 6848:6569 0.671
6. გოლდენ სტეიტი
74 42 2 2 32 7464:7414 0.568
7. ჰიუსტონი
73 40 0 3 33 7728:7470 0.548
8. იუტა
74 38 3 3 36 7285:7301 0.514
9. ლეიკერსი
74 38 2 0 36 7574:7513 0.514
10. დალასი
73 36 2 8 37 7403:7461 0.493
11. პორტლენდი
73 33 5 1 40 7158:7308 0.452
12. საკრამენტო
74 27 0 4 47 7397:7746 0.365
13. მინესოტა
72 26 1 1 46 6857:7044 0.361
14. ნიუ ორლეანი
74 26 1 3 48 6973:7219 0.351
15. ფინიქსი
74 23 3 2 51 6995:7476 0.311

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1.     

73         
58     
5     
1      
15     
7539:6960       
0.795     
2. ნიუ იორკი
72 46 0 1 26 7158:6888 0.639
3. ინდიანა
74 47 2 3 27 7022:6635 0.635
4.
73 42 5 0 31 7018:6937 0.575
5. ჩიკაგო
72 40 3 2 32 6697:6660 0.556
6. ატლანტა
74 41 4 1 33 7240:7194 0.554
7. ბოსტონი
73 38 7 4 35 7018:7028 0.521
8. მილუოკი
72 35 3 2 37 7115:7226 0.486
9. ფილადელფია
73 30 2 1 43 6791:7035 0.411
10. ვაშინგტონი
73 27 0 5 46 6800:6965 0.370
11. ტორონტო
73 27 2 7 46 7089:7254 0.370
12. დეტროიტი
74 24 0 3 50 6945:7316 0.324
13. კლივლენდი
72 22 0 1 50 6977:7303 0.306
14. ორლანდო
74 19 0 3 55 6982:7474 0.257
15. შარლოტი
73 17 3 1 56 6822:7525 0.233
0.196577