ფეხბურთი

12:02 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა, ბალოტელიმ არგენტინასთან ვერ ითამაშოს

იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ANSA-ს ინფორმაციით, ის იძულებული გახდა ვარჯიში დაგეგმილზე ადრე შეეწყვიტა, რადგან მარჯვენა ფეხის მუხლის არეში ტკივილი იგრძნო.

წინასწარი მონაცემებით, დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, მაგრამ სრულფასოვანი გამოკვლევა მას დღეს ჩაუტარდება და საბოლოო პასუხიც მას შემდეგ გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მარიოს მონაწილეობა 14 აგვისტოს არგენტინასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

0.113147