ფეხბურთი

19:24 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდს “ტოტენჰემიდან” სეზონის ბოლოს დაითხოვენ

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს 45 წლის ტიმ შერვუდს თანამდებობიდან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ბრიტანული Sky Sports-ი იუწყება.

შარშან დეკემბერში, როდესაც “ტოტენჰემმა” ანდრე ვილაშ-ბოაში დაითხოვა, შერვუდმა კლუბთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ის ლონდონელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ხოლო პირველ გუნდში საწყისი 6 მატჩიდან 5 მოიგო, ხოლო შემდეგ მის მიერ ნაჩვენები შედეგი გაუარესდა.

ამჟამად, “ტოტენჰემი” ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა, ხოლო ცოტა ხნის წინათ, ევროპის ლიგას გამოეთიშა. შესაძლოა, შერვუდი “ტოტეჰნემში” ლუის ვან გაალმა შეცვალოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრებიდან წავა.

0.113358