ფეხბურთი

13:24 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდმა “კრისტალ პალასის” გაწვრთნა იუარა

ტიმ შერვუდმა ითხოვა, რომ ის “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების პრეტენდენტებიდან გამორიცხონ.

ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ჯიმ უაიტი იუწყება:

“შერვუდს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ საკითხის სერიოზულად განხილვის შემდეგ, აღარ სურს ამ პოსტის დაკავების კანდიდატად ითვლებოდეს და მისმა აგენტმა ამის შესახებ კლუბსაც აცნობა. შერვუდმა მითხრა - კლუბს ახალი მწვრთნელის ძიების პროცესში წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს ვარიანტი ჩემი შესაფერისი არაა. ეს კარგი გუნდია დიდი ტრადიციებით, მაგრამ ამჟამად მათ წარმოუდგენელი სირთულეები დაუგროვდათ”.

შეგახსენებთ, რომ შერვუდი მაისში “ტოტენჰემიდან” დაითხოვეს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171458