ფეხბურთი

21:00 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდი: “ზეწოლას განვიცდი”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი აცხადებს, რომ მის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები მასზე მოქმედებს.

ბოლო დროს, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა შერვუდის ლუი ვან გაალით შეცვლას აპირებს.

“სხვადასხვა სახის ჭორები ყოველთვის ვრცელდება. გუნდის მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტის ხილვა ყველას უნდა. ვაღიარებ, რომ ზეწოლის ქვეშ ვიმყოფები.

უნდა ვეცადო ვიყო ის, რაც ვარ. პროფესიონალი უნდა ვიყო. ყველა პრობლემა მოგვარებადია და ამჟამად, ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.” – ციტირებს შერვუდის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.118123