დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი პოსტს დატოვებს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
შერვუდი ლონდონელებს სათავეში ნოემბერში ჩაუდგა. მანდ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა. როგორც ირკვევა, ინგლისელები ახალ მწვრთნელს უკვე ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ლუის ვან გალისა და მაურისიო პოჩეტინოს ვარიანტებს განიხილავს.