ფეხბურთი

18:47 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდი “კრისტალ პალასის” თავკაცობის ფავორიტია

საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალასის” თავკაცის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატი ტიმ შერვუდია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.

სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “კრისტალ პალასის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე სტივ პერიშმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ტონი პიულისი დაითხოვა.

პერიში უკვე ესაუბრა “ტოტენჰემის” ექსთავკაცს შერვუდსა და “კარდიფის” ყოფილ დამრიგებელს მალკი მაკაის. მან არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს. The Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, პერიში გუნდის გაწვრთნას შერვუდს ანდობს.

0.061064