ფეხბურთი

20:14 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეროზიას 3 ქულა

მცხეთში გამართული ამ მატჩის მეტოქეები, ქვედა ექვსეულში რომ იქნებოდნენ, ეს ჯერ კიდევ წინა ტურში გადაწყდა. შესაბამისად, „ვიტ ჯორჯიაც“ და „სპარტაკიც“, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში კონკურენტები არიან. ამ მატჩამდე „ვეტერინარები“ ცხინვალელებს 6 ქულით უსწრებდნენ და ამ მოგებით ვიტელებმა 9–ქულიან ჰანდიკაპი შეიქმნეს. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს შემტევი ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე აკლდა. სტუმრებმა კი „ყვითლების“ გამო დაცვის ბურჯი ლევან კაკუბავა მოისაკლისეს. კაკუბავას არყოფნა ცხინვალელთა დაცვას დაეტყო კიდეც. კაკუბავას გარდა „სპარტაკს“, ტრავმის გამო შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩაფიძეც აკლდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიტელებს ამ მოგებაში მეკარე ჯონი შეროზიამ ლომის წვლილი შეიტანა. რომ არა მისი საიმედო თამაში, ანგარიშს სტუმრები პირველ ტაიმში გახსნიდნენ, მეტიც, სპარტაკელებს ჰანდიკაპის შექმნაც შეეძლოთ, მაგრამ შეროზიამ იყოჩაღა. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

მატჩის სტარტზე მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ბურთის ფლობაში აისახა. ტაიმის პირველი მესამედის შემდეგ, ცხინვალელებმა თამაში გაათანაბრეს და მალევე უპირატესობასაც დაეუფლნენ.  პირველად კარისკენ მასპინძლებმა გაისროლეს, 24–ე წუთზე ნიკა სიჭინავას დარტყმულს მეკარე გიორგი ნადირაძე გადაეფარა. ამის შემდეგ კი ნადირაძის ვიზავის ჯერი დადგა და ჯონი შროზიას რომ არ ემარჯვა, ანგარიშს სტუმრები გახსნდნენ. 34–ე წუთზე „ჯორჯიელთა“ კიპერმა თეიმურაზ შონიას დარტყმისას იმარჯვა. 3 წუთში იმავე შეროზიამ ლაშა კემუხტაშვილს აუღო, 41–ე წუთზე კი შონიას უძლიერესი დარტყმული კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და ტაიმის სტარტზე თითქოსდა გოლიც მოამწიფეს კიდეც, მაგრამ... 48–ე წუთზე შეროზიამ ეხვაიას დარტყმისას იხსნა კარი. 4 წუთში კი თუხარელის დარტმულს გადაეფარა. სტუმრებმა ეს ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და იქით ორი გოლი მიიღეს. 56–ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გახსნა ანგარიში. კიდევ 2 წუთში კი გიორგი კორიფაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

სტუმრები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება დაუგვიანდათ. ცხინვალელთა გუნდის თავკაცმა კახი კაჭარავამ, შემტევ ნახევარმცველ ლაშა კემუხტაშვილის შემდეგ, ორი ფორვარდი, ზვიად მეტრეველი და თამაზ მაქაცარია შეუშვა მოედანზე. ორივე მათგანს თითო საგოლე მომენტი ჰქონდა. მეტრეველმა თავისი შანსი გამოიყენა და 90–ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში „სპარტაკი“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ მასპინძლებმა საიმედოდ დაიცვეს თავი იმარჯვეს.

 

ვიტ ჯორჯია  (თბილისი) სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0) 

16 მარტი 2014 წ. მცხეთა. „მცხეთა პარკი“

 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი (კაპ.), კალანდია, გ. მჭედლიშვილი, ღიბრაძე (გახარია, 67), წყაროზია, დავლაშელიძე, კორიფაძე, ე. ლობჯანიძე (ხვისტანი, 86), ნ. სიჭინავა (კვირკვია, 59).

 

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

 

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, დ. მაისაშვილი, იოსელიანი (მაქაცარია, 83), შონია (კაპ.), პარუნაშვილი, ცერცვაძე (კემუხტაშვილი, 32), თექთურმანიძე, თუხარელი, ეხვაია (მეტრეველი, 79).

 

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 1:0 ლობჯანიძე (56), 2:0 კორიფაძე (58), 2:1 მეტრეველი (90+1)

 

გაფრთხილება: იოსელიანი (32), თექთურმანიძე (75), დ. მაისაშვილი (88)

 

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მამუკა ღონღაძე (7)1:1 გიორგი გაბედავა (23), 1:2 იგორ სავჩენკოვსი (66)

 

დინამო (თბილისი)– მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შალვა ექვთიმიშვილი (68) 

 

 სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი  0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ზაზა ჭელიძე (5) 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკა რაზმაძე (პე, 45), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (52), 1:2 დავით ციცხვაია (68)

 

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოთარ ჯავაშვილი (5), 2:0 ირაკლი სიხარულია (71)

 

                    1-6 ადგილებისთვის

 

1       დინამო (თბ)                22            15            3           4               51:17              48
2 ზესტაფონი 22 12 4 6 30:15 40
3 ჩიხურა 22 11 5 6 40:33 38
4 გურია 22 11 0 11 25:29 33
5 სიონი 22 9 6 7 27:23 33
6 მეტალურგი 22 9 6 7 26:25 33

 

                        7-12 ადგილებისთვის

     

    7           დილა                          22            8              8           6              28:22              32
    8 ვიტ ჯორჯია 22 8 5 9 28:29 29
    9 ტორპედო 22 8 5 9 24:30 29
    10 სპარტაკი 22 6 2 14 19:32 20
    11 ზუგდიდი 22 5 5 12 12:30 20
    12 მერანი 22 4 3 15 16:41 15

     

     

    მეგოლეები:

    13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

    12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

    9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

    7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

    6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

    5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

     

    შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

    -ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

    -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

    -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

    -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

     

    ირაკლი კვირიკაშვილი

    0.287297