კალათბურთი

16:08 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინს “უნიკახას” ვარიანტიც გამოუჩნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინის (216 სმ.) საკუთარ რიგებში ხილვა მალაგას “უნიკახას” სურს. აღნიშნულის შესახებ ცნობას laopiniondemalaga.es ავრცელებს.

საგულისხმოა, რომ მალაგელთა ერთ-ერთ მიზანს სერბი ვლადიმირ გოლუბოვიჩის გადაბირება წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ირკვევა, იგი შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსაში” აპირებს კარიერის გაგრძელებას, მის შემცვლელად კი სწორედ 25 წლის ქართველი კალათბურთელი მოიაზრება.

ესპანურ ლიგაში ტრანსფერების განხორციელების ვადა შაბათს იწურება და მოსალოდნელია, რომ მანამდე ახალ კლუბს მოსძებნის “სარაგოსას” ერთ-ერთი ლიდერი – ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძეც.

0.125243