გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა დიდი წვლილი დაიდეს.
არაგონელებმა სტუმრად “ბლუსენს მონბუს ობრადოიროს” 86:82 სძლიეს, საქართველოს ნაკრების წევრებმა კი ჯამში 27 ქულა ჩააგდეს. ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო, რომელმაც 26:24 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქეები მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
რაც შეეხება სანიკიძეს, იგი პირველ ტაიმში უფერულად გამოიყურებოდა, მეორეში კი შეუჩერებელი გახდა და 14 ქულას 2 მოხსნა და 2 პასი წაამატა. ვიქტორმა 24:51 წუთში 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.
სარაგოსელთა რიგებში საუკეთესო ისლანდიელი იონ არნორ სტეფანსონი იყო, რომელმაც ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოო ჯამში 28 ქულა მიითვალა.
არაგონელებს 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდათ და მე-8 ადგილზე იმყოფებიან. ქართველთა გუნდს მორიგი მატჩი 2 ნოემბერს შინ “მანრესას” წინააღმდეგ
ვთბ-ლიგაში პირველი მარცხი შეემთხვა გიორგი ცინცაძის “დონეცკს”. უკრაინულმა გუნდმა ტალინში “კალევთან” 80:86 წააგო. სტუმრებმა ბოლო მეოთხედში 35:22 კი იმარჯვეს, თუმცა, მანამდე დიდი სხვაობით აგებდნენ და საქმის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 18:04 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“დონეცკს” 2 მოგებით და 1 წაგებით ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-3 პოზიცია უკავია, შემდეგი შეხვედრა კი 3 ნოემბერს ისევ სტუმრად პოლონურ “ტუროვთან” ელის.
ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა “სან დიეგომ”, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე იცავს. სან დიეგოელებმა “მონტერეი ბეის” 90:81 სძლიეს, სანაძემ კი 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაგიჭირდებათ მოგება
იმმმენა ძებნილების როჟები აქვთ

პრესტუპნიკები
ესე ერთხელ ევროპის საუკეთესო კალათბურთელები და ამერიკის ნაკრები რო ათამაშონ საინტერესო იქნება
გადახნავენ ამერიკელები... თუ მოინდომეს მინიმუმ 40 ქულას მოუგებენ )))
რასელი
)
ჰარდენი
დურა
დევისი
ჰოვარდი ეს ჩემი ხუთეული
Jorjs da grifins nakrebshi ar utamashiat to? Azze xart ra nakrebi yavt
ენტონი დევისი მოაშორეთ
))
უგანდის ნაკრებს უფრო გავს, ვიდრე მულტიეთნიკური ამერიკის
რა პრესტუპნიკი სახეები აქვთ 
ვეიდი არ არის?
მელო რა დეზლი როჟით არის DDDDDDDDDDDDD
mirian
რა შედარებით სუსტები, 2004-ში ოლიმპიადაზე მელოც იყო, ჯეიმსიც, ამარეც, აივერსონიც, მაგრამ ჯინობილიმ და კამპანიამ ჩაუდეს.
ნებისმიერ გუნდს დალეწავენ ნიმინუმ 30 ქულით თუ მოინდომებენ
რეციდივისტებს გვანან
უეიდი რატო არაა? მართლა დრიმ თიმია რა...
დანარჩენი მსოფლიო რომ ეთამაშოს, ესენი მაინც გაგუდავენ სულ არ ჭირდებათ მწვრთნელი
სულ ro 0 iyo kalatburtshi mixvdebi ra dzalaa sanam evropa ar gadava 12wutiam meotxedebze amerikis dammarcxebeli nakrebi ar iqneba xolo evropis garda 15nakrebi ertad ro shekribo mainc waageben
ეგრეც არაა, შედარებით სუსტებით რო ითამაშეს ადრე იმიტომაც წააგეს 2010 წლამდე რამდენიმე ტურნირი
კობი სადა მართალია არ წირდებათ მარა მაინც მეგა ვარსკვლავია
აქედან შედარებით სუსტები რო ამოარჩიო ისინი მოიგებენ ყველაფერს და ძლიერებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი ნალუბოი გუნდ ფორას მიცემენ და ისე მოუგებენ
შედარებით სუსტები კი არა ვინც აქ ვერ მოხვდა ისინი რო ამოარჩიო და ათამაშო ისინიც უძლიერესები იქნებიან
რონდოო აკლიაა
რა შემადგენლობაა პროსტა მართლა საოცნებო გუნდია ამათი მომგები არის ვინმე საერთოდ