გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლოსწინა ტურში თურქეთში E ჯგუფის აუტსაიდერი “ანადოლუ ეფესი” 83:78 დაამარცხა და მე-3 ადგილიდან ბერძნულივე “პანათინაიკოსი” ჩამოაქვეითა.
სტამბულში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:27 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16 გახლდათ, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ბრაიან დანსტონს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ყველაზე შედეგიანი კი პირეოსელთა კაპიტანი ვასილის სპანულისი იყო 17 ქულით.
ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ოლიმპიაკოსმა” 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა კი, “პანათინაიკოსს” მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს.
ტოპ-16-ის ბოლო ტურში, 10 აპრილს, პირეოსელები სწორედ ათენელებს მიიღებენ და უძლიერესის ვინაობასაც გაარკვევენ, ისე კი, ევროლიგის მეოთხედფინალში თამაში ორივე ბერძნულ გრანდს განაღდებული აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანიუ დაითრევს
მიდი რა! ვალენსია შენ უნდა დაბრუნდე რიხით!
ბარემ სილვაც დაიბრუნეთ და ეგაა!
დავასაქმე ამ მილიარდელებს თავებზე! ვალენსია იყიდეთ თქვეჩემისებო! გუნდია ისტორიით და აღარ დაგჭირდებათ ახალი ისტორიის წერა! მიახტა ყველა ამ პრემიერლიგას და მალე მგონი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელათ 12 გუნდი იბრძოლებს
)
ვალენსიაში რა გინდა ეს დორტმუნდმა წაიყვანოს გაასწორებს
წადიiiიiiი
მეც მაქვს მაგრამ მე 18 წლის ვიყავი რომ გავიკეთე
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მოუს ნაკოლკა აქვს მარცხენა ხელზე?
კი
მატა+ლუისი დაგვათრევინა ტრიპლეტს გავაკეთებთ
თუ არ ათამაშებს გაუშვას მაინც
მეც ვფიქრობდი რომ მატას შანსს მისცემდა მაგრამ კაცმა უკვე ღიად განაცხადა რომ მის სათამაშო სქემაში არ ჯდება და უნდა შეიცვალოს და ვისაშიც ჩაჯდება ეს მატა და არა ის შეცვლილი იმას მიცენ და გამოიყენებს ბოლომდე
მაგ. ლივერპულს
Vალენსიაში დაბრუნებას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები,ისევ გაყიდიან მერე.
ნელა რამეარ დაიზიანოთ
მAGAღIAA მატააა
მატაააა
წადი =ვალენსიაში
მატას რეალში დაბრუნებაზეც მიდის ლაპარაკი
აუ ნეტაი ეს დაიბრუნოს ვალენსიამ იმეან მაგარი გაასწორებს