კალათბურთი

23:36 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა 14 წუთში

მას შემდეგ, რაც ევროლიგას გამოეთიშა, პირეოსის “ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატზე გადაერთო და ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი გუნდში დაბრუნების შემდეგ, შიდა ასპარეზზე პირველად დაასაქმა

პირეოსელები ათენში მე-5 ადგილზე მყოფ “ნეა კაფისას” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 75:67 სძლიეს, შერმადინი კი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველი კალათბურთელი “ოლიმპიაკოსის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:01 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ერთადერთი შეცდომა დაუშვა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ გეორგიოს პრინტეზისს (23) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

“ოლიმპიაკოსმა” 25 მატჩში 23 მოგება მოაგროვა და გამარჯვებათა რაოდენობით ლიდერ “პანათინაიკოსს” გაუტოლდა, თუმცა, კი, ათენელებს 1 თამაში მარაგში აქვთ.

პირეოსელებს რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი 3 მაისს ელით, როდესაც შინ ათენის “პანიონიოსს” დაუხვდებიან.

0.116151