კალათბურთი

1:52 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი უქულოდ დარჩა, პირეოსელები ჩამორჩნენ

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მარადიულ მეტოქე ათენის “პანათინაიკოსთან” საშინაო მარცხით გახსნა – 51:64.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ პირეოსელებს შეტევაში არაფერი გამოუვიდათ, ამდემად, ანგარიში სრულიად ლოგიკური გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 29-დან მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს და მათ მიერ შესრულებული 19 საჯარიმოდან მიზანს ცხრამ უწია.

შერმადინმა მოედანზე 08:27 წუთი დაჰყო და აქტივში 3 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფინალის მე-2 მატჩს, რომელიც რომელიც 9 ივნისს შედგება, “პანათინაიკოსი” უმასპინძლებს.

თეგებიშერმადინი
0.114537