კალათბურთი

0:29 | 14.05.2014 | ნანახია 2392 - ჯერ

შერმადინი მოედანს დაუბრუნდა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის საწყის მატჩში ათენის “პანიონიოსს” უმასპინძლა და 78:43 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი მოედანს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და მოედანზე 13 წუთი გაატარა. შერმადინმა 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 5 ქულას 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.

გიორგიმ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

პირეოსელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მერდი კოლინსი იყო 16 ქულით, მეტ ლოესკიმ კი 11 ქულას 6 მოხსნა წაამატა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:25 | 15.05.2014
cheguevara (520)

ყოჩაღ შერმადინი...(ხუხაშვილის ხმით) )))

11:48 | 15.05.2014
kali (8)

10 კგ უნდა კიდევ და ნბა ხვეწნას დაუწყებს

22:56 | 14.05.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

10 წუთში 5 ქულა საღოლ მგონი ოლიმპიაკოსი უფრო უნდა ენდოს

09:43 | 14.05.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია ტრავმას უცებ მოიშუშებს ბოლომდე, და შესარჩევისთვის ფორმაში იქნება.

07:59 | 14.05.2014
Bachana Shashikadze (508)

ხო იქ ლიდერი იყო აქ 10წუთს თამაშობს. არადა კაი პროცენტით ისვრის მარა არ აძლევენ დროს

07:42 | 14.05.2014
Irakli Aspanidze (492)

ee ra. Mgoni wlis bolomde saragosashi darchena jobda

05:09 | 14.05.2014
amo24 (149)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=qUwDuUOYLRw')>0?'http://www.youtube.com/watch?v=qUwDuUOYLRw':'http://www.youtube.com/watch?v=qUwDuUOYLRw')) სად ეს?

0.124569