კალათბურთი

16:06 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი და სანიკიძე ესპანური ლიგის ათეულში

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (ACB) ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონატის პირველი ტური შეაჯამა და 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოარჩია. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ “სარაგოსას” ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ “ბილბაოსთან” მოგებულ შეხვედრაში შერმადინმა 24 წუთში 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო სანიკიძემ 11 ქულას 5 მოხსნა წაამატა. ქართველი ცენტრის თამაში ათეულში მე-2 ნომრად მოხვდა, ქართველ ფორვარდს კი მე-8 პოზიცია მიუჩინეს.

 

გიორგი შერმადინი 20 ქულა, (8-დან 8 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 29

“სარაგოსაში” შერმადინის ტრანსფერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, პირველ ტურში კი ქართველმა კალათბურთელმა გულშემატკივართა მოლოდინი სრულად გაამართლა. “ბილბაოსთან” მატჩში გიორგი სამწამიან ზონაში ბატონობდა და როგორც – შეტევაში, ასევე დაცვაში ფარქვეშ შეუდარებელი გახლდათ. ამასთან, მან თამაშიდან 8-ვე ტყორცნა გამოიყენა და ისიც გვაჩვენა, რომ თანამემამულე ვიქტორ სანიკიძესთან ჩინებულად არის შეთამაშებული”.

 

ვიქტორ სანიკიძე 11 ქულა (5-დან 3 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 17

“სანიკიძე თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო და ამიტომ იყო, მოედანზე საკმაო დრო რომ გაატარა. ვიქტორმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და დაამტკიცა, რომ მისი სახით “სარაგოსამ” ძლიერი ფორვარდი შეიმატა. კიდევ ერთი ქართველ გიორგი შერმადინთან ერთად, სანიკიძე ჩინებულ დუეტს ქმნის”.

 

აქვე დავძენთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “გიპუზკოა ბასკეტს” ესტუმრა და 71:76 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 12:54 წუთში 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და ორ ქულას და ერთ მოხსნას დასჯერდა.

0.124048