კალათბურთი

14:21 | 19.09.2013 | ნანახია 657 - ჯერ

შერმადინი – 21 ქულა 20 წუთში

ესპანური “სარაგოსას” ქართველმა ახალწვეულმა გიორგი შერმადინმა ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და თავი ჩინებულად წარმოაჩინა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, არაგონელები ქართველი ცენტრის ტრანსფერს დიდი იმედებით შეხვდნენ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი, ისინი უდავოდ კმაყოფილნი დარჩებოდნენ.

“სარაგოსა” ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში ფრანგულ “ტარბს” დაუპირისპირდა და უხვქულიან შეხვედრაში 89:83 (25:19, 21:19, 23:19, 20:26) იმარჯვა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

გიორგის 21 ქულის, 4 მოხსნის, 1 პასის და 1 ჩაჭრის მოსაგროვებლად 20:05 წუთი ეყო. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 9 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, თითო შეცდომა და პერსონალური ფოლი ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ.

არაგონელებს მომდევნო საკონტროლო შეხვედრა 21 სექტემბერს “ხუვენტუტის” წინააღმდეგ ელით, მოგვიანებით კი, კიდევ ხუთ მოსამზადებელ თამაშს ჩაატარებენ: 24 სექტემბერს – “კლავიხოსთან”, 27-ში – “ფუენლაბრადასთან”, 29-ში – “ლაბორალ კუტხასთან”, 2 ოქტომბერს – “მანრესასთან”, ხოლო 6-ში – “გიპუზკოა ბასკეტთან”. შერმადინის ახალი კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 12 ოქტომბერს “ბილბაო ბასკეტთან” სტუმრად ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს “სარაგოსასთან” კონტრაქტი საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა ვიქტორ სანიკიძემ გააფორმა, რომელიც არაგონულ კლუბს უახლოეს დღეებში უნდა შეუერთდეს და სავარაუდოდ, მოსამზადებელ თამაშებშიც ჩაებმება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:23 | 19.07.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ

22:23 | 18.07.2019
რაჭა (10043)

ამ თამაშით რა უნდა თქვა, მაგრამ ორივე უკრაინელი ნორმალურია...ეს შულაია რატომაა "დინამოში"???

23:27 | 18.07.2019
alfadhirhaiti (7530)

შულაია არ ვიცი და ის თავდამსხმელი რატომაა დინამოში?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067347
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
657