მტერსა და ავს, ბრიტანეთიდან ისეთი ამბავი მოვიდა... ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, ტედი შერინგემის ცხოვრებაში დიდი ამბები მომხდარა და ეს მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ ეს ჩვენი ტედი, მშვიდი და ვეტერანის წყნარი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ტედი შერინგემის მეუღლე, კრისტენ შერინგემი ამბობს, რომ შესანიშნავად უწყის მისი ქმრის საყვარლის ვინაობა, მაგრამ ქართულ ვარიანტში რომ ვთქვათ: “ოჯახის დანგრევა არ სურს“ და იმედი აქვს, რომ როცა იქნება შერინგემი გონს მოეგება და უშნოდ წანწალს თავს დაანებებს.
როგორც ინგლისელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, შესაძლებელია საუბარი იყოს ბრიტანელ მოდელზე, ემილია ლიერზე, რომელიც მავანთა და მავანთ ტედისთან ერთად დაუნახავთ. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამ თემაზე არაფერს ამბობს და საკუთარი ცოლის ბრალდებაზეც კი არ გაუკეთებია კომენტარი.