ძიუდო

13:29 | 17.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

შერაზადიშვილი ევროპის თასებს აგროვებს

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (81 კგ) ჭაბუკთა შორის ევროპის თასი ბოლო ერთ თვეში მეორედ მოიგო. ამ უქმეებზე, პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ჩატარებულ ტურნირზე, ქართველმა ჭაბუკმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში დამაჯერებლად იმარჯვა.

საჩემპიონო გზას პორტუგალიელი ფრანსიშკუ მენდეშის წმინდად ძლევით შეუყვა. ასევე მასპინძლებს – პედრუ რებელუსა და ტომაშ ფერნანდეშსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე, ხოლო ფინალში ესპანელ ალექსის როსა მოიას იუკო-ვაზარი აკმარა.
საქართველოს სახელით, პორტუგალიურ ტატამზე ანრი ეგუტიძეც (73 კგ) გავიდა. ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მერე კი რეპეშაჟის ფინალშიც ვეღარ იყოჩაღა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160086