ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ” თორნიკე შენგელიას ოფიციალური წარდგენა ბიუროკრატიული პრობლემების გამო გადადო. აღნიშნულ ინფორმაციას ვიტორიული კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბასკეთში ორშაბათას უნდა ჩასულიყო და მისი მას-მედიის წინაშე წარდგენაც იგეგმებოდა, თუმცა, თავი გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა, რისი დაკონკრეტებისგანაც “ლაბორალ კუჩა” თავს იკავებს.
ამასთან, კლუბის საიტზე იმედია გამოთქმული, რომ გაურკვევლობა მალე დასრულდება და შენგელიაც 2014-15 წლებისთვის “ლაბორალ კუჩას” პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების პროცესში მყოფი საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ შეკრებას არ ესწრება.
შენგელია, ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილის, რიკი ჰიკმანის, ნაკრების თავკაცის იგორ კოკოშკოვის და მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტის ჯეისონ სტოდტის მსგავსად, გუნდს 5 ივლისს, სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ
მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო
).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ 