კალათბურთი

1:32 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას სკარიოლოს ნაცვლად კრესპი დაარიგებს

ესპანურ “ლაბორალ კუჩას”, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ჩაირიცხა, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ლაბორალ კუჩა” დატოვა ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა სერჯიო სკარიოლომ. იგი “ლაბორალ კუჩაში” გასულ ზაფხულს მივიდა და ბასკებთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა, გუნდთან განშორება მოუწია.

ცნობილია ისიც, რომ “ლაბორალ კუჩას” ახალი თავკაცი ასევე იტალიელი მარკო კრესპი იქნება. მან ბოლო სეზონი სიენას “მონტეპასკის” მწვრთნელის რანგში გაატარა.

0.112927