კალათბურთი

15:49 | 29.12.2013 | ნანახია NaN - ჯერ

შენგელიას სიმბოლური წამები

“ბრუკლინ ნეთსმა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ირიცხება, შაბათ-კვირას 2 მატჩი მოილია, ჩვენებურმა კი ჯამში მოედანზე მხოლოდ 34 წამი გაატარა.

ქართველ ფორვარდს აღნიშნული დრო ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსთან” შეხვედრაში დაუთმეს და აქედანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია. გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ მცირე დროში შენგელიამაც ვერაფრის გაკეთება მოასწრო.

თავად მატჩი ბრუკლინელებმა 104:93 მიოიგეს, რაშიც დიდი წვლილი შონ ლივინგსტონმა (20 ქულა) და მირზა ტელეტოვიჩმა (19 ქულა) დაიდეს.

საკვირაო შეხვედრაში კი “ნეთსი” უკვე ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ “ინდიანა პეისერზს” ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, 91:105 წააგო. ბოსნიელი ტელეტოვიჩი 17 ქულით ამჯერადაც გამორჩეული იყო, მასზე შედეგიანი კი მხოლოდ პოლ პირსი (18 ქულა) იყო.

“ბრუკლინს” 10 მოგება და 20 მარცხი გააჩნია და ატლანტის დივიზიონში მე-3 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაზე მე-11 პოზიციაზე გახლავთ. “ნეთსი” მომდევნო თამაშს 1 იანვრის დილას სან ანტონიოში “სპურზის” წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:37 | 19.05.2014
ბაიერნელი (1283)

მარტო მესი რჩება ბარსელონაში???

18:31 | 19.05.2014
adp10 (10711)

მაგარი სიმპოა რადეკა : დ

18:31 | 19.05.2014
adp10 (10711)

stripslashes((strlen('https://www.google.ge/search?q=Shtepanek&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=rRV6U6_JK-qS7Aa2soDIAQ&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1280&bih=935#facrc=_&imgdii=_&imgrc=Yk5EbuaiqB5pnM%3A;2rNM9vhwDC1jGM;http%3A%2F%2Fimg.championat.com%2Fi%2Farticle%2F27%2F09%2F1353332709_b_radek-shtepanek-prinjos-svoej-sbornoj-pobednoe-ochko.jpg;http%3A%2F%2Fwww.championat.com%2Ftennis%2Farticle-143914-shtepanek-prinjos-chekhii-pobedu-v-kubke-djevisa.html;680;456')>0?'https://www.google.ge/search?q=Shtepanek&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=rRV6U6_JK-qS7Aa2soDIAQ&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1280&bih=935#facrc=_&imgdii=_&imgrc=Yk5EbuaiqB5pnM%3A;2rNM9vhwDC1jGM;http%3A%2F%2Fimg.championat.com%2Fi%2Farticle%2F27%2F09%2F1353332709_b_radek-shtepanek-prinjos-svoej-sbornoj-pobednoe-ochko.jpg;http%3A%2F%2Fwww.championat.com%2Ftennis%2Farticle-143914-shtepanek-prinjos-chekhii-pobedu-v-kubke-djevisa.html;680;456':'https://www.google.ge/search?q=Shtepanek&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=rRV6U6_JK-qS7Aa2soDIAQ&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1280&bih=935#facrc=_&imgdii=_&imgrc=Yk5EbuaiqB5pnM%3A;2rNM9vhwDC1jGM;http%3A%2F%2Fimg.championat.com%2Fi%2Farticle%2F27%2F09%2F1353332709_b_radek-shtepanek-prinjos-svoej-sbornoj-pobednoe-ochko.jpg;http%3A%2F%2Fwww.championat.com%2Ftennis%2Farticle-143914-shtepanek-prinjos-chekhii-pobedu-v-kubke-djevisa.html;680;456'))

18:25 | 19.05.2014
adp10 (10711)

სუფთა დრუნჩაა ეს ჩემაალა : დ შტეპანეკს და მენთეშაშვილს გავს განუმეორებელი დრუნჩით, რომელიც ასევე სხვა უსულო რაღაცასაც გავს : დ

0.064103