კალათბურთი

14:47 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას სარეკორდო შვიდიანი

ბოლო მატჩებია თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსის” რიგებში სისტემატიურად ჩნდება, რაც მის შედეგიანობაზეც აისახება. “დენვერ ნაგითსთან” საშინაო შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 17:39 წუთი გაატარა და მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო 7 ქულა მიითვალა.

დენვერელებს ბრუკლინის “ბარკლაის სენთერში” ჩასვლის წინ ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული და მათი წაერმატებული სვლის შეჩერება ვერც “ნეთსმა” მოახერხა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 29:27 მოიგეს, თუმცა, შემდეგ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ, მათ ძალიან იოლად – 111:87 იმარჯვეს.

ბრუკლინელთა ტრავმირებულ მოთამაშეთა სიას გუნდის ერთ-ერთ ლიდერი პოლ პირსიც შეემატა, რის გამოც სამარქაფოებს თავის გამოჩენის მეტი შანსი ეძლევათ. როგორც აღვნიშნეთ, ამჯერად შენგელიამ 17:39 წუთს ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.

“ნეთსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი გახლდათ 22 ქულით, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა, რომელიც მეტ სათამაშო დროს ითხოვს, 13:55 წუთში ოთხივე ტყორცნა ააცილა და უქულოდ დარჩა.

აღსანიშნავია “ნაგითსის” სათადარიგო ცენტრ ტიმოფეი მოზგოვის გარჯა. რუსმა კალათბურთელმა 30:37 წუთში 17 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა და სტუმართა მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

“ბრუკლინს” 5 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და ატლანტის დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-13 ადგილი უკავია. 6 დეკემბრის დილას “ნეთსი” მის უახლოეს მდევარ “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლებს.

3 გამარჯვებით და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის უკანასკნელ ადგილზე რჩება “მილუოკი ბაქსი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს.

მილუოკელები იმ “ბოსტონს” ეწვივნენ, რომელთანაც აღნიშნული სამი მოგებიდან ორი მიითვალეს, თუმცა, ამჯერად 100:108 წააგეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში კვლავ არ ყოფილა, 18:03 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. “ბაქსს” 19 ქულით ო ჯეი მაიომ ულიდერა, ბოსტონელთაგან კი 25 ქულიტ ჯორდან კროუფორდი გამოირჩა.

5 დეკემბრის დილას “ბაქსი” ცენტრალური დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “დეტროიტ პისტონზს” დაუხვდება.

 

ბრუკლინი – დენვერი 87:111 (29:27, 21:31, 15:31, 22:22)

ბრუკლინი: ჯონსონი (22 ქ.), ტეილორი (12 ქ.), ლოპესი (12 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), გარნეტი (2 ქ.); ბლატჩი (15 ქ.), შენგელია (7 ქ.), პლამლი (4 ქ.), ევანსი (3 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.), ტელეტოვიჩი.

დენვერი: ფარიდი (15 ქ. 7 მ.), ლოუსონი (13 ქ. 6 პ.), ფოი (11 ქ.), ჰიკსონი (8 ქ. 7 მ.), ჩენდლერი (7 ქ.); მოზგოვი (17 ქ. 20 მ.), ჰემილტონი (15 ქ.), არტური (10 ქ.), რობინსონი (9 ქ.), რენდოლფი (4 ქ.), კ.მილერი (2 ქ.). ა.მილერი (7 პ.), ფურნიე.

 

ბოსტონი – მილუოკი 108:100 (28:23, 20:18, 21:22, 39:37)

ბოსტონი: კროუფორდი (25 ქ.), გრინი (18 ქ.), ბასი (16 ქ. 9 მ.), ბრედლი (15 ქ.), სალინჯერი (12 ქ. 8 მ.); ლი (11 ქ.), უოლესი (6 ქ.), ჰამფრისი (5 ქ. 8 მ.), პრესი, ფავერანი.

მილუოკი: მაიო (19 ქ.), ნაიტი (15 ქ. 6 პ.), მიდლტონი (14 ქ.), ჰენსონი (11 ქ.), იუდო (8 ქ.); ნილი (8 ქ.), ფაჩულია (8 ქ.), ილიასოვა (7 ქ. 7 მ.), რიდნური (6 ქ.), ადეტოკუმბო (4 ქ.).

 

ფილადელფია – ორლანდო 126:125 2ოტ. (29:34, 29:23, 27:23, 19:24, 14:14, 8:7)

ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (27 ქ. 12 მ. 10 პ.), იანგი (25 ქ. 12 მ.), ტერნერი (24 ქ.), ჰოვსი (17 ქ. 7 მ.), ტომპსონი (10 ქ.); ანდერსონი (19 ქ.), როტენი (2 ქ.), უილიამსი (2 ქ.), დევისი, ალენი, ორტონი.

ორლანდო: აფლალო (43 ქ.), დევისი (33 ქ.), ოლადიპო (26 ქ. 10 მ. 10 პ.), მაკსიელი (12 ქ.), მური (2 ქ.); ნიკოლსონი (8 ქ.), პრაისი (1 ქ. 7 პ.), ჰარკლესი, ჯონსი.

 

მაიამი – დეტროიტი 97:107 (18:28, 25:26, 25:28, 29:25)

მაიამი: ჯეიმსი (23 ქ. 6 პ.), ბოში (14 ქ.), ჩალმერსი (6 ქ. 6 პ.), ბატიე (2 ქ.), ჯონსი; ბიზლი (23 ქ.), ალენი (12 ქ.), კოული (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), ლუისი.

დეტროიტი: მონრო (16 ქ.), ჯენინგსი (15 ქ.), სმიტი (15 ქ.), კოლდუელ-პოუპი (10 ქ.), დრამონდი (10 ქ. 18 მ.); სინგლერი (18 ქ.), სტაკი (16 ქ.), იერებკო (7 ქ.), ჰარელსონი.

 

მემფისი – ფინიქსი 110:91 (23:19, 23:35, 36:20, 28:17)

მემფისი: დევისი (21 ქ. 12 მ.), კონლი (18 ქ. 14 პ.), კუფოსი (14 ქ. 12 მ.), ალენი (11 ქ.), პრინსი (10 ქ.); ლეუერი (23 ქ. 9 მ.), ბეილესი (10 ქ.), ფრენკლინი (2 ქ.), კალატესი (1 ქ.), მილერი.

ფინიქსი: დრაგიჩი (16 ქ.), პლამლი (11 ქ. 8 მ.), ბლედსოუ (9 ქ.), ფრაი (8 ქ. 7 მ.), ტაკერი (5 ქ.); მარკუს მორისი (18 ქ.), მარკიფ მორისი (10 ქ. 8 მ.), გუდვინი (8 ქ.), გრინი (6 ქ.), სმიტი, კრისტმასი, კრავცოვი.

 

დალასი – შარლოტი 89:82 (22:18, 17:24, 21:25, 29:15)

დალასი: ნოვიცკი (25 ქ.), ელისი (22 ქ.), კალდერონი (12 ქ.), მერიონი (8 ქ. 10 მ.), დალემბერტი (2 ქ.); კარტერი (10 ქ. 7 მ.), ჯეიმსი (5 ქ.), კრაუდერი (3 ქ.), ბლეირი (2 ქ. 7 მ.), მეკელი, ლარკინი.

შარლოტი: ჯეფერსონი (19 ქ. 12 მ.), უოკერი (16 ქ. 7 მ.), ჰენდერსონი (16 ქ.), მაკრობერტსი (10 ქ. 8 მ.), კიდ-გილკრისტი (6 ქ.); სეშნსი (6 ქ.), გორდონი (4 ქ.), ტოლივერი (3 ქ.), ზელერი (2 ქ.), ტეილორი, ბიიომბო.

 

საკრამენტო – ოკლაჰომა სიტი 95:97 (31:19, 16:31, 18:28, 30:19)

საკრამენტო: მაკლემორი (14 ქ.), უილიამსი (13 ქ.), ვასკესი (12 ქ. 7 პ.), ტომპსონი (10 ქ. 10 მ.), ჰეიესი (6 ქ. 9 მ.); ტომასი (24 ქ.), სელმონსი (8 ქ.), ტორნტონი (5 ქ.), პატერსონი (3 ქ. 10 მ.), ნდიაიე.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (27 ქ. 11 მ.), უესტბრუკი (15 ქ. 8 მ. 7 პ.), იბაკა (13 ქ. 9 მ.), სეფოლოშა (3 ქ.), პერკინსი (1 ქ.); ლემბი (14 ქ.), ჯეკსონი (13 ქ.), კოლისონი (6 ქ.), ადამსი (3 ქ.), ფიშერი (2 ქ.).

 

გოლდენ სტეიტი – ტორონტო 112:103 (19:36, 29:29, 22:23, 42:15)

გოლდენ სტეიტი: კარი (27 ქ. 10 პ. 5 ჩ.), ტომპსონი (22 ქ. 7 პ.), ბარნსი (19 ქ.), ლი (18 ქ. 8 მ.), ბოგუტი (10 ქ.); ო’ნილი (11 ქ. 8 მ.), გრინი (3 ქ.), სპეიტსი (2 ქ.), ნედოვიჩი, ბეიზმორი, დედმონი.

ტორონტო: დეროზანი (26 ქ.), ლოური (20 ქ. 9 პ.), გეი (18 ქ.), ვალანჩიუნასი (8 ქ.), ჰენსბრო (2 ქ. 9 მ.); ჯონსონი (16 ქ. 10 მ.), ნოვაკი (9 ქ.), როსი (4 ქ.), სტოუნი, ფილდსი.

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 18      15      1      0      2 1760:1576      0.889
2. მაიამი 18 14 0 0 4 1874:1729 0.778
3. ვაშინგტონი   18 7 2 2 7 1783:1794 0.500
4. ბოსტონი 20 8 0 0 12 1875:1936 0.400
5. ატლანტა 19 9 0 0 10 1876:1894 0.474
6. დეტროიტი 18 8 0 1 9 1794:1802 0.444
7. ჩიკაგო 16 7 0 2 7 1513:1513 0.438
8. შარლოტი 19 8 0 0 11 1687:1742 0.421
9. ფილადელფია 19 4 3 1 11 1980:2106 0.368
10. ტორონტო 17 6 0 2 9 1654:1670 0.353
11. ორლანდო 18 6 0 2 10 1796:1841 0.333
12. კლივლენდი 17 3 2 0 12 1572:1714 0.294
13. ბრუკლინი 18 4 1 1 12 1715:1851 0.278
14. ნიუ იორკი 16 3 0 1 12 1485:1585 0.188
15. მილუოკი 17 3 0 2 12      1527:1688 0.176

 

დასავლეთ კონფერენცია

1. პორტლენდი 18 14 1 0 3 1884:1794 0.833
2. სან ანტონიო 18 15 0 0 3 1835:1658 0.833
3. ოკლაჰომა სიტი     16      11      2      0      3 1659:1583 0.813
4. კლიპერსი 18 11 1 0 6 1916:1833 0.667
5. ჰიუსტონი 19 12 1 1 5 2073:1958 0.684
6. დენვერი 17 11 0 0 6 1790:1729 0.647
7. დალასი 19 11 0 0 8 1970:1936 0.579
8. გოლდენ სტეიტი 19 11 0 2 6 1964:1895 0.579
9. ნიუ ორლეანი 17 8 1 0 8 1765:1732 0.529
10. მემფისი 17 7 2 0 8 1607:1626 0.529
11. ფინიქსი 18 9 0 1 8 1820:1805 0.500
12. ლეიკერსი 18 9 0 0 9 1819:1853 0.500
13. მინესოტა 19 8 1 0 10 2012:1935 0.474
14. საკრამენტო 16 4 0 1 11      1551:1610      0.250
15. იუტა 19 3 1 0 15 1738:1906 0.211
0.119526