კალათბურთი

14:41 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას გუნდმა ფაჩულიას ყოფილ კლუბს აჯობა

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსი” ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსს” ესტუმრა და “ფილიპს არენაზე” შეკრებილი 12 418 მაყურებლის თვალწინ 107:103 იმარჯვა. სამწუხარო ის გახლდათ, რომ ქართველ კალათბურთელს მონაწილეობა არც ამ შეხვედრაში მიუღია.

ჩიკაგოელთა თავკაცმა ტომ ტიბოდომ სასტარტო ხუთეულის წევრები მაქსიმალურად დატვირთა და ფაქტობრივად, მთელი შეხვედრა 7 მოთამაშის ამარა ჩაატარა (ნაზრ მოჰამედი მატჩში მხოლოდ 4:41 წუთით ჩაერთო).

საინტერესოა, რომ მაიკ დანლივიმ შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ 9 წამი (!) დაისვენა, მოედანზე გატარებულ 47:51 წუთში კი 22 ქულა ჩააგდო და სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ტრადიციულად, ჩინებულად გამოიყურებოდნენ ჟოაკიმ ნოა და კარლოს ბუზერი, რომელთაც ორმაგი დუბლი შეასრულეს. ნოამ 20 ქულას 12 მოხსნა წაამატა, ხოლო ბუზერმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

“ბულსმა” 30 მოგება და 26 მარცხი მოაგროვა და ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზეა, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიცია უკავია. ჩიკაგოელები მომდევნო მატჩს 27 თებერვლის დილას შინ “გოლდენ სტეიტთან” ჩაატარებენ. 

 

ატლანტა – ჩიკაგო 103:107 (30:20, 21:34, 24:26, 28:27)

ატლანტა: ტიგი (26 ქ. 7 პ.), მაკი (17 ქ.), კორვერი (16 ქ. 7 მ.), კეროლი (13 ქ.), ბრენდი (7 ქ. 13 მ.); უილიამსი (12 ქ.), სკოტი (12 ქ. 7 მ.), მარტინი, პიტმენი.

ჩიკაგო: დანლივი (22 ქ. 8 მ.), ნოა (20 ქ. 12 მ.), ბუზერი (17 ქ. 11 მ.), ჰაინრიხი (14 ქ.), სნელი (10 ქ.); გიბსონი (14 ქ. 8 მ.), ოგასტინი (10 ქ. 6 პ.), მოჰამედი.

 

ინდიანა – ლეიკერსი 118:98 (30:23, 27:31, 34:16, 27:28)

ინდიანა: ჯორჯი (20 ქ. 7 მ. 6 პ.), ჰილი (14 ქ.), სტივენსონი (13 ქ. 9 მ.), უესტი (11 ქ. 12 მ.), ჰიბერტი (10 ქ. 4 დ.); ტერნერი (13 ქ.), უოტსონი (11 ქ.), სკოლა (9 ქ. 9 მ.), მაინმი (9 ქ.), ბატლერი (6 ქ.), სლოუნი (1 ქ.), კოუპლენდი (1 ქ.), ალენი.

ლეიკერსი: ბეიზმორი (23 ქ.), ჯონსონი (15 ქ), მიკსი (13 ქ.), გასოლი (13 ქ. 9 მ. 4 დ.), მარშალი; ბრუკსი (11 ქ.), კელი (7 ქ.), კამანი (6 ქ.), ფარმარი (5 ქ. 7 პ.), საკრე (3 ქ.), ჰილი (2 ქ.).

 

ვაშინგტონი – ორლანდო 115:106 (35:31, 27:22, 31:27, 22:26)

ვაშინგტონი: უოლი (27 ქ. 7 პ.), არიზა (22 ქ.), ბილი (21 ქ.), გორტატი (21 ქ. 10 მ.), ბუკერი (3 ქ. 7 მ.); ჰარინგტონი (7 ქ.), მილერი (5 ქ.), უებსტერი (5 ქ.), სინგლტონი (4 ქ.), ტემპლი.

ორლანდო: ოლადიპო (26 ქ.), ჰარკლესი (22 ქ.), ვუჩევიჩი (19 ქ. 14 მ.), ჰარისი (11 ქ.), ნელსონი (7 ქ. 8 პ.); ო’ქუინი (10 ქ. 9 მ.), ლემბი (6 ქ.), მური (3 ქ.), ნიკოლსონი (2 ქ.).

 

კლივლენდი – ტორონტო 93:99 (17:23, 24:24, 28:21, 24:31)

კლივლენდი: ირვინგი (25 ქ. 9 პ.), ჰოვსი (15 ქ. 7 მ.), ტომპსონი (13 ქ. 9 მ.), ჯეკი (12 ქ.), დენგი (8 ქ. 9 მ.); დელავედოვა (10 ქ.), ზელერი (8 ქ.), ბენეტი (2 ქ.), ჯი.

ტორონტო: დეროზანი (33 ქ. 6 პ.), როსი (19 ქ.), ლოური (13 ქ. 9 პ.), ჯონსონი (9 ქ.), ვალანჩიუნასი (2 ქ.); ვასკესი (15 ქ.), ჰენსბრო (5 ქ. 7 მ.), პატერსონი (3 ქ. 8 მ.), სელმონსი, ნოვაკი.

 

დენვერი – პორტლენდი 95:100 (21:32, 24:20, 24:30, 26:18)

დენვერი: ფოი (17 ქ.), ბრუკსი (14 ქ. 6 პ.), მოზგოვი (14 ქ.), ფარიდი (11 ქ.), ჩენდლერი (7 ქ. 8 მ.); ჰიკსონი (16 ქ. 25 მ.), ფურნიე (9 ქ.), ვესელი (5 ქ.), მილერი (2 ქ.).

პორტლენდი: ლილარდი (31 ქ. 7 მ. 9 პ.), ბატუმი (16 ქ.), რაიტი (12 ქ.), ლოპესი (12 ქ. 10 მ. 7 დ.), მეტიუზი (11 ქ.); უილიამსი (14 ქ.), კლავერი (2 ქ.), რობინსონი (2 ქ.), მაკკოლუმი, ბარტონი.

 

ფინიქსი – მინესოტა 101:110 (28:34, 29:21, 24:20, 20:35)

ფინიქსი: გრინი (19 ქ.), დრაგიჩი (16 ქ.), ტაკერი (6 ქ. 16 მ.), პლამლი (6 ქ. 7 მ.), ფრაი (4 ქ.); მარკიფ მორისი (24 ქ.), გუდვინი (10 ქ.), მარკუს მორისი (9 ქ.), სმიტი (7 ქ. 7 პ.).

მინესოტა: ლავი (33 ქ. 13 მ. 9 პ.), ბრიუერი (18 ქ.), კანინგემი (12 ქ.), ბადინგერი (10 ქ.), რუბიო (7 ქ. 11 პ.); მუჰამადი (20 ქ.), ბარეა (6 ქ.), მბა ა მუტე (2 ქ.), ჯენგი (2 ქ.), შვედი, ჰამელი.

 

საკრამენტო – ჰიუსტონი 103:129 (17:42, 34:27, 26:35, 26:25)

საკრამენტო: გეი (25 ქ. 6 პ.), კაზინსი (16 ქ.), მაკლემორი (15 ქ.), ტომასი (12 ქ.), ტომპსონი (3 ქ.); უილიამსი (10 ქ.), ევანსი (8 ქ. 8 მ.), მაკკალუმი (6 ქ.), ლენდრი (4 ქ.), აუტლო (2 ქ.), გრეი (2 ქ.), ეისი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (43 ქ. 8 პ.), ჰოვარდი (20 ქ. 11 მ.), ჯონსი (11 ქ.), პარსონსი (10 ქ. 8 მ.), ბევერლი (5 ქ.); ჰემილტონი (12 ქ.), ლინი (11 ქ.), აშიკი (7 ქ. 8 მ.), მოტეიუნასი (5 ქ.), კენანი (3 ქ.), კასპი (2 ქ.).

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 56 40 3 0 13 5551:5098 0.768
2. მაიამი 54 38 2 2 12 5624:5316 0.741
3. ტორონტო 57 31 1 3 22 5679:5498 0.561
4. ჩიკაგო 56 28 2 2 24 5195:5179 0.536
5. ვაშინგტონი 57 27 2 6 22 5677:5656 0.509
6. ბრუკლინი 54 24 2 2 26 5258:5369 0.481
7. შარლოტი 57 25 2 2 28 5426:5515 0.474
8. ატლანტა 56 23 3 1 29 5684:5687 0.464
9. დეტროიტი 57 23 0 3 31 5737:5882 0.404
10. კლივლენდი 58 17 5 2 34 5606:5878 0.379
11. ნიუ იორკი 57 19 2 3 33 5578:5689 0.368
12. ბოსტონი 58 18 1 0 39 5516:5740 0.328
13. ორლანდო 59 16 1 4 38 5701:6018 0.288
14.    ფილადელფია      57      11      4      1      41      5722:6329      0.263
15. მილუოკი 56 10 1 5 40 5223:5715 0.196

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 57 41 2 0 14 5972:5595 0.754
2. სან ანტონიო 56 38 2 0 16 5810:5483 0.714
3. ჰიუსტონი 57 38 1 2 16 6068:5799 0.684
4. კლიპერსი 59 37 2 1 19 6332:5977 0.661
5. პორტლენდი 57 36 3 1 17 6137:5895 0.684
6. გოლდენ სტეიტი      57      33      2      2 20 5889:5618 0.614
7. დალასი 58 35 0 1      22      6062:5933      0.603
8. ფინიქსი 56 32 1 2 21 5882:5705 0.589
9. მემფისი 55 29 2 2 22 5213:5194 0.564
10. მინესოტა 57 27 1 1 28 6023:5797 0.491
11. დენვერი 56 25 0 1 30 5742:5857 0.446
12. ნიუ ორლეანი 56 21 2 0 33 5561:5667 0.411
13. იუტა 56 19 1 1 35 5312:5639 0.357
14. საკრამენტო 57 17 3 2 35 5775:5910 0.351
15.    ლეიკერსი 57 19 0 1 37 5734:6051 0.333
0.1227